Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ობობის ქსელების საოცარი თვისებების ახსნა

3129812773-les-etonnantes-proprietes-des-toiles-d-araignees-enfin-expliquees
უახლესი გერმანული კვლევა ობობების მიერ შექმნილი აბრეშუმისებური ბოჭკოს სტრუქტურას განიხილავს, რათა მათი შესანიშნავი მექანიკური თვისებების ახსნა შეძლოს.
ობობების მიერ შექმნილი აბრეშუმისებური ბოჭკოები, რომელსაც ისინი ქსელის მოსაქსოვად, ან ჩამოსაკიდებლად იყენებენ, დიდი ხნის მანძილზე აჯადოებდნენ მკვლევარებს. ძალიან მტკიცე და ელასტიური, ამავდროულად ბამბასა და ნეილონზე ბევრად მკვრივი, ისინი უკიდურესად მსუბუქია. მათი ასეთი სტრუქტურის ასახსნელად მრავალი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, საინტერესო იყო მათი ფაბრიკაცია და შემადგენლობა. მაგრამ ბოჭკო მაინც ამოუცნობი იყო, ყოველ შემთხვევაში დღემდე მაინც.

მართლაც, ჟურნალ Biophysical Journal-ში ამ თვეში გამოქვეყნებული კვლევა ობობების აბრეშუმის მოლეკულური სტრუქტურისა და არქიტექტურის ახალ ელემენტებს წარმოაჩენს. ცნობილი იყო, რომ ბოჭკო ორი სახის კომპონენტისაგან იყო აწყობილი: ერთი - რბილი და ამორფული, მეორე კი - მტკიცე და კრისტალური. მათი მექანიკური თვისებების უკეთ გასაგებად გერმანიის Institute for Theoretical Studies de Heidelberg-ის მკვლევარებმა შეიმუშავეს ბოჭკოს სტრუქტურისა და მისი ორი კომპონენტის კომპიუტებული მოდელირება. აღმოჩნდა, რომ რბილი და ამორფული სეგმენტები აბრეშუმის ელასტიურობას უზრუნველყოფდა და ბოჭკოებზე წნევის გადანაწილებას უწყობდა ხელს.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110302/tsc-les-tonnantes-proprits-des-toiles-d-04aaa9b.html