Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

09d3133b9be9

კულტურის პროგრამები ბიბლიოთეკებისათვის
ბიბლიოთეკების, საზოგადოებისა და კულტურის დაკავშირება

წინასიტყვაობიდან:

თქვენს წინაშეა წიგნი – „კულტურის პროგრამები ბიბლიოთეკებისათვის“ და კულტურის პროგრამების სამყარო. ეს წიგნი თქვენთვის შეიქმნა, თუ ეს თქვენი საქმიანობაა ან დაინტერესებული ხართ ისეთი კულტურის პროგრამების განვითარებითა და პრეზენტაციით, რომელთა მიზანი სცილდება აუდიტორიის ფორმალურ სწავლებას და მიმდინარეობს საჯარო, აკადემიურ, სასკოლო თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ბიბლიოთეკებში. თუ კულტურის პროგრამების მაყურებელი, დაგეგმვის ჯგუფის წევრი ან თავად პროგრამის შექმნის მონაწილე ხართ, შესაძლოა, ჯგუფის ლიდერი ხართ, ან ერთი პიროვნების შოუს ანიჭებთ უპირატესობას.
თუ ბიბლიოთეკის, როგორც კულტურის ცენტრის გაფართოებაზე მუშაობთ და თქვენი უნარ-ჩვევების განვითარება, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, შემოქმედებითი უნარების დახვეწა გსურთ, უთუოდ დაგჭირდებათ შესაბამისი საშუალებები და შთაგონება. ეს წიგნი იმისთვის შეიქმნა, რომ ახალბედებს საბაზისო ინფორმაცია მიაწოდოს, ხოლო პროგრამის გამოცდილ სპეციალისტებსა და ექსპერტებს ახალი შესაძლებლობები უჩვენოს.
წარმოდგენილი სახელმძღვანელო იმ მოძრაობის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა მრავალი პროგრამის, ინიციატივის, ორგანიზაციების ხელშეწყობით; უპირველეს ყოვლისა, საქმის ერთგული იმ მრავალი ადამიანის დახმარებით, რომელთა მიზანი კულტურის პროგრამების, როგორც ყოველი ტიპის საბიბლიოთეკო მომსახურების შემადგენელი ნაწილის განვითარება არის.
,,კულტურის პროგრამები“ მოიცავს ხელოვნებას, მეცნიერებას, ჰუმანიზმსა და საზოგადოებრივ დიალოგს, რასაც ამდიდრებს მოვლენები: ხელოვანთა პერფორმანსი, ინტერპრეტაციული გამოფენები და ლიტერატურული დისკუსიები. კულტურის პროგრამების აუდიტორია მოიცავს ზრდასრულებს, ახალგაზრდებსა და ოჯახებს, ხოლო ბავშვებისთვის უკვე არსებობს მრავალი სპეციალური რესურსი.
ბიბლიოთეკის კულტურულ პროგრამებს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ცვალებადი საზოგადოებრივი მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად დღესაც ვითარდება. ამ კულტურის ცენტრისა და მისი პროგრამის როლი სცილდება ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მისიას და სოციალური თუ საგანმანათლებლო ტენდენციების პარალელურად ვითარდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო ბიბლიოთეკების დაარსება მე-19 საუკუნის შუა წლებსა და მეორე ნახევარში დაიწყო, რაც დაკავშირებული იყო ისეთ საზოგადოებრივ მოვლენებთან, როგორებიცაა: ჩაუთაუქუას მოძრაობა, უნივერსიტეტის გაფართოება, ინტელექ¬ტუალური საქმიანობისთვის კლუბებისა და საზოგადოებების შექმნა (ისევე, როგორც ამერიკის საბიბლიოთეკო ასოციაციის ჩამოყალიბება).
მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო როლი ყველაზე თვალსაჩინოა, წიგნების განხილვითა და მწერლების მონაწილეობით ზრდასრულთათვის ცნობილი საბიბლიოთეკო პროგრამების შექმნით ყველა ტიპის ბიბლიოთეკა დიდი წარმატებით ავითარებს კულტურის პროგრამების მრავალფეროვან ფორმატს. ამ წიგნის მისია შესრულდება, თუ პროგრამების დონე გასცდება ბიბლიოთეკარებისა და ბიბლიოთეკების ქომაგების მიერ ბიბლიოთეკისთვის, როგორც კულტურის ცენტრისთვის მინიჭებულ მასშტაბს საზოგადოებაში.

შინაარსი

მადლობა v
წინასიტყვაობა vii
1. კულტურის პროგრამების ჩამოყალიბება 1
2. დაგეგმვა: მიზნებიდან შეფასებამდე და პირიქით 11
3. მონაწილეობის უზრუნველყოფა: აუდიტორიისა და ინტერაქტიული ჩართულობის განვითარება 27
4. თანამშრომლობა 35
5. ციკლები, ფორმატები, თემები და შერწყმული პროგრამები 48
6. ტალანტი და წარმოდგენა 71
7. კულტურის პროგრამების დაფინანსება 83
8. მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა პროგრამებისთვის 91
დასკვნა 111
დანართი: ხუთვარსკვლავიანი პროგრამები 115
ლიტერატურა 132

დებორა ა. რობერტსონი
ამერიკის საბიბლიოთეკო ასოციაციის საზოგადოებრივი პროგრამების ოფისი
სიუზან ბრანდეჰოფის, მერი დევის ფურნიეს და ლაურა ჰაიესის დახმარებით
ინგლისურიდან თარგმნა მაია სიმონიშვილმა
რედაქტორები: ლეილა ზამბახიძე
ლაშა გველესიანი, ლილი საყვარელიძე
დამკაბადონებელი: თამარ ხახუტაშვილი
დაიბეჭდა: საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მხარდაჭერით

©2005 ამერიკის საბიბლიოთეკო ასოციაცია
©2010 საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია (ქართულენოვანი გამოცემა)