დედამიწის შემადგენელი ნივთიერების აღმოჩენა
ახალი მაღალი სიმკვრივის მინერალის აღმოჩენა ნიშნავს იმას, რომ დედამიწის მანტია კიდევ უფრო ცვალებადი, "მდუღარეა", ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ. ეს კი პლანეტის ისტორიის ამოცნობის ახალ მიმართულებას გვთავაზობს.
ყველაზე ღრმა ორმო, რომელიც ადამიანებს ოდესმე ამოუთხრიათ, 12 კილომეტრს აღწევს რუსეთის კოლსკის ნახევარკუნძულის მიწაზე. თუმცა ამჟამად უკვე გვაქვს კოსმოსური ხომალდი, რომელიც პლანეტა პლუტონისკენ მიფრინავს (მზისგან დაახლოებით ექვსი მილიარდი კილომეტრის დაშორებით) – ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაგზავნით აპარატს-ზონდს დედამიწის სიღრმეში. პრაქტიკული თვალსაზრისით, პლანეტის ცენტრი, რომელიც ჩვენს ფეხ–ქვეშ 6380 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს, გაცილებით უფრო შორსაა, ვიდრე ჩვენი მზის სისტემის ზღვარი. რეალურად, პლუტონი აღმოაჩინეს 1930 წელს, ხოლო დედამიწის სიღრმეში ბირთვის არსებობის ფაქტი დადგინდა მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ, სეისმოლოგიური მონაცემების გამოყენებით.
მაღალ წნევაზე, ყველაზე გავრცელებული სახეობის მინერალი დედამიწის ყველაზე ქვედა ფენაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის და უფრო სქელი ხდება. ამ სქელი ფენის არსებობა გულისხმობს იმას, რომ იგი უფრო დინამიკურია და უფრო კარგად გადააქვს სითბო, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ. სითბოს ასეთი სწრაფი გადაცემით აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ გაიზარდა კონტინენტები ასე სწრაფად და თუნდაც ის, თუ როგორ გაფართოვდა მაგნიტური ველი იმგვარად, რომ სიცოცხლე გავრცელებულიყო დედამიწაზე.
ვრცლად (ინგლ.): SCIENTIFIC AMERICAN
- Login to post comments