ბგერათა ეკოლოგია: ახალი სამეცნიერო დისციპლინა?
სამეცნიერო ჟურნალში BioScience ამერიკელი მკვლევარი განმარტავს ”ბგერათა ეკოლოგიის საკითხს”, ეს არის მის მიერ ჩამოყალიბებული დისციპლინა, რომელიც ბუნების ბგერებისაგან მიღებულ ინფორმაციას განიხილავს და ხალხს მივიწყებულ მემკვიდრეობასთან აზიარებს.
”ჩვენ მივეჩვიეთ ურბანულ ბგერებს, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ხმაურის მეტი არაფერია. ჩვენ ისე მივეჩვიეთ ამ ხმაურის ”დაბლოკვას” [მენტალურად], რომ უკვე ბუნებრივ ბგერებსაც ”ვბლოკავთ”. და თუ ბუნებრივ ბგერებს გავეთიშებით, შევძლებთ მათ ისევ შენარჩუნებასა და პატივისცემას?”, ინტერესდება ბრაიან პიჟანოვსკი (Bryan Pijanowski), Purdue University (ინდიანა)-ს პროფესორი.ამ სფეროს მიმართ ისეთი მოქალაქეების ყურადღების ხელმეორედ აღძვრა, როგორიც ჩვენ ვართ და ასევე გერემოს მეცნიერებისათვის ხელშესაწყობად, მან დააარსა ის, რასაც თვითონ ”ბგერათა ეკოლოგიას” უწოდებს, დისციპლინა, რომელიც სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებს იყენებს ბუნებისაგან მომდინარე ბგერითი სიგნალების ანალიზისა და ინტერპრეტირებისათვის.
”ბიოფონია” - მომდინარეობს ცოცხალი ორგანიზმებისაგან, მაგალითად ჩიტების ჟღურტულის ინტენსივობისაგან - და ”გეოფონია” - ქარი, ქუხილი, ჟღერადი გეოლოგიური ფენომენები... - არის, ავტორის აზრით, ეკოსისტემის წიაღში ყოველგვარი ცვლილების კრიტიკული მაჩვენებლები.
http://fr.news.yahoo.com/
- Login to post comments