Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ხელოვნური ბრონქის იმპლატაცია, მსოფლიოში პირველად,რომელიც იმედს გვისახავს

2367484165?x=310&y=231&q=75&wc=409&hc=306&xc=26&yc=1&sig=49hNqGTL8OGO6nq

Avicenne de Bobigny (AP-HP)-ის საავადმყოფოში მსოფლიოში პირველად: პროფესორ ემანუელ მარტინოდის  (Emmanuel Martinod) ჯგუფმა წარმატებით მოახდინა ხელოვნური ბრონქის იმპლანტაცია კიბოთი დაავადებულ 78 წლის პაციენტისათვის, ამით მას  ფილტვის სრული ამპუტაცია ააცილა.

ამ ქირურგიულმა ინოვაციამ, რომელიც 2009 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა, ”არა მარტო სიმსივნური დაზიანებისა და მასთან ერთად მეტი უსაფრთხოებისათვის გარშემო უბნების მიცილების საშუალება მოგვცა, არამედ ფილტვის წინასწარ დაგეგმილი ამოკვეთაც აგვაცილა, ეს იყო ძალიან მაღალი რისკი პოსტოპერაციული სიკვდილისა”, - აღნიშნა AP-HP-მ განცხადებაში.
პაციენტი ”თავს კარგად გრძნობს”, დაუზუსტა AFP-ს  (Agence France-Presse  - ფრანგული პრესის სააგენტო) პროფესორმა ემანუელ მარტინოდმა, გულმკერდისა და სისხლძარღვთა ქირურგმა, რომელმაც ჩაატარა ოპერაცია. ”ის რეგულარული კონრტოლის ქვეშ იმყოფება, მაგრამ თავს კარგად გრძნობს, დადის, თავის სოფლის სახლშიც ჩადის”.

დღეისათვის ქირურგია მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა არამეტასტაზირებული ბრონქო-პულმონარული კიბოს ადრეული სტადიებისათვის, რომელიც ზოგადად ყველაზე უფრო მომაკვდინებელი სიმსივნეა.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/76/20110303/tsc-greffe-d-une-bronche-artificielle-un-5a9d534.html