Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ცუნამი იაპონიაში - მიწისძვრის სიმძლავრე, მთვარის ზეგავლენა და ატომური საფრთხე


გუშინ იაპონიაში მომხდარმა უდიდესმა მიწისძვრამ და ცუნამიმ შეძრა იაპონია და მთელი მსოფლიო.
მსოფლიო მედია აშუქებს, სამძიმარს უცხადებს (რასაც ჩვენც ვუერთდებით) და აკვირდება ამ ქვეყანას.

ეს მიწისძვრა უდიდესია იაპონიაში ბოლო 140 წლის განმავლობაში. მისი სიმძლავრე რიხტერის სკალით 8,9 ბალია, ანუ იგი ოდნავ ჩამოუვარდება შარშან ჩილეში მომხდარ მიწისძვრას.
შედარებისათვის, თბილისში 2002 წელს მომხდარი მიწისძვრა 4,5 ბალიანი იყო, ხოლო სომხეთის 1988 წლის მიწისძვრა - 7,2 ბალიანი. აღსანიშნავია, რომ რიხტერის სკალა "ლოგარითმულია", ამ დაბალ ციფრებს ხანდახან შეცდომაში შეყავთ ადამიანი - სინამდვილეში მიწისძვრის ენერგია უდიდესია - თუ ისევ სომხეთის მიწისძვრას შევადარებთ, გუშინდელი მიწისძვრის დროს გამონთავისუფლებული ენერგია 350-ჯერ მეტია და შესაბამისად უსაზღვროდ მეტი ზიანი მიაყენა ქვეყანას (ამას, ცხადია, დაემატა ცუნამის ტალღების მოქმედება, რის საზარელი კადრები ალბათ მთელმა მსოფლიომ იხილა).

სპეციალისტები აქტიურად მსჯელობენ ამ მიწისძვრის მიზეზებზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება მთვარის მაქსიმალური მოახლოება, რომელიც 19 მარტს მოხდება (ინგლისურად Supermoon).

მთვარის ფოტო

მთვარის ორბიტა დედამიწის გარშემო არა წრიული, არამედ ელიპტურია, პერიოდულად (18 წელიწადში ერთხელ) ხდება მისი მოახლოება და დაშორება. ცხადია ასევე ციკლურობით ხდება მთვარის გავლენით გამოწვეული კატასტროფები დედამიწაზე (1974, 1992, 2005 წელს). საოცარია, რომ მთვარის ორბიტის ელიპტურობა უმნიშვნელოა (არ აღემატება 5%-ს), ხოლო საშუალო დაშორება 383 ათასი კილომეტრია და ასეთ დიდ გავლენას ახდენს დედამიწის ცხოვრებაზე.

nuclear-japan-tomari-mitsubishi-bg

გარდა ამისა, ყველას აშფოთებს იაპონიის ატომური ელექტროსადგურების მდგომარეობა. უკვე გავრცელდა ინფორმაცია რეაქტორების გაციების სისტემების მოშლისა და ბირთვული საწვავის გაჟონვის შესახებ. საინფორმაციო სააგენტოების ცნობებით, ერთ-ერთ ასეთ სადგურზე გამოსხივების დონე 1000-ჯერ აღემატება დასაშვებს.


იაპონია, ბუნებრივი რესურსების სიმცირის გამო, დიდ ყურადღებას უთმობდა ატომურ ენერგეტიკას. გამომუშავებული ატომური ენერგიის წილი საერთო რაოდენობაში 11 % შეადგენს. ცხადია, იაპონიაში, ხშირი მიწისძვრების ქვეყანაში, დიდი ყურადღება ეთმობოდა ამ ელექტროსადგურების უსაფრთხოებას. როგორც ჩანს, გუშინდელი გამოცდილება კიდევ შეიტანს კორექტივებს იაპონიის ენერგეტიკის განვითარების მიმართულებებში.