Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ორმოცი წლის კრიზისი: ჯოჯოხეთური თუ სასარგებლო?

3452_1

40 წელი, სიცოცხლის თითქმის შუა ასაკი. უფრო ხშირად ეს ის პერიოდია, როცა საუკეთესოდ ავლენ თავს პროფესიულად, ეკონომიკური ცხოვრება გიადვილდება, წყვილის ცხოვრების ორომტრიალი ბუნდოვანი ხდება და ბავშვებიც იზრდებიან... და მაინც, 40 წლის ასაკში ცხოვრება მშვიდი მდინარე როდია, 40 წლის ასაკის კრიზისი ჩასაფრებულია...
•    40 წელი, შემაჯამებელი ასაკი
•    40 წელი ზოგიერთისათვის ნიშნავს, ან ახლა, ან არასდროს...
•    40 წლის ასაკის კრიზისი, გარდატეხის ასაკის ახალი კრიზისი?
.....................

40 წელი, შემაჯამებელი ასაკი

ცხოვრების ყველა ასაკში საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვებს ჩვენივე არჩევანის შესახებ, მაგრამ ყველაფერი ისე ხდება, თითქოს 40 წლის ასაკში შეცდომების დაშვების მეტი უფლება გვაქვს. კითხვები სულ უფრო და უფრო კრიტიკული ხდება და არჩევანიც - უფრო რადიკალური. ამ პერიოდში ზოგიერთს თითქოს შინაგანი შეჯამების გაკეთების სურვილი უჩნდება: რა მინდა სინამდვილეში? რისი შეცვლა შემიძლია? რა გავაკეთე ცხოვრებაში დღემდე? კიდევ რისი გაკეთება შემიძლია? რაზე უნდა ვთქვა უარი? და ეს ყველაფერი ზოგჯერ „კრიზისის“ ფორმას იძენს, რომელიც მეტნაკლებად გრძელდება ამ დაკითხვის გამომხატველობასთან მიმართებაში.

40 წელი ზოგიერთისათვის ნიშნავს, ან ახლა, ან არასდროს...

საშუალო ასაკის კრიზისი შეიძლება უბრალო გადავლითი ნაღვლიანობით გამოვლინდეს, ან უსარგებლობის შეგრძნებით, შინაგანი სიცარიელით, გარემომცველი ადამიანების მიმართ აგრესიულობით, პარტნიორის მიმართ ნაკლები სექსუალური ლტოლვით. ზოგჯერ ეს უხერხულობები ვლინდება იმაში, რომ თითქოს ცოლქმრულ ურთიერთობას გაურბიხარ, უგზავნი წერილს გათავისუფლების თხოვნით დამქირავებელს, ეძებ არაკანონიერ ურთიერთობებს შვილის ასაკის პარტნიორთან (ქალიც და მამაკაციც). ყველა ეს მდგომარეობა გამოწვეულია სისწრაფის შეგრძნებით, რომელიც  დაკავშირებულია იმის გაცნობიერებასთან, თუ რაოდენ ეფემერულია ცხოვრება.......... და თუ ასეთი გრძნობები აქამდე არ გამოგიხატავთ, ახლა ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ან ახლა უნდა გააკეთოთ, ან არასოდეს.

40 წლის ასკის კრიზისი, გარდატეხის ასაკის ახალი კრიზისი?

ამერიკული კვლევის მიხედვით ეს კრიზისი  ძირითადად  37-დან 48 წლამდე აღინიშნება. ...ამ დროს მრავალი საერთო ნიშანი ვლინდება გარდატეხის ასაკის კრიზისთან მიმართებაში. ისევე, როგორც მოზარდობისას, ახლაც წესების უგულებელყოფას ცდილობთ და გინდათ გამოსცადოთ ის, რაც აქამდე არ გამოგიცდიათ.... ორმოცი წლის ასაკის კრიზისის დროს მონდომებით ცდილობ, გამოსცადო შენი მომხიბვლელობა და აღარ იზღუდავ თავს ერთგულებით, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო წყვილად ცხოვრების დროს. ისევე, როგორც მოზარდობისას, თითოეული თავისებურად გამოხატავს ამ პირად კრიზისს, მეტნაკლები ინტენსივობით.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.e-sante.fr/crise-quarantaine-demoniaque-ou-salutaire/2/actualite/735

ჩვენი ასაკი :)

საჩვენო სტატიაა,გოგოებო,გაეცანით :)))