Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ისტორია

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა 2006 წლის ზაფხულში ორი დიდი ბიბლიოთეკის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის  და რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის გაერთიანების შედეგად.

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 1941 წელს, მაშინ წიგნადი ფონდი 2000 ერთეულს აღწევდა. ძირითადი ფონდის ჩამოყალიბება დაიწყო 1948 წლიდან. 1955 წლიდან, როდესაც მთავრობის დადგენილებით ცალკეულ ბიბლიოთეკებს და მათ შორის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკასაც მიეცა საერთაშორისო წიგნთაგაცვლის უფლება, ბიბლიოთეკამ კავშირი დაამყარა ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების ათასზე მეტ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასა და გამომცემლობასთან.

 

ეს ფონდი ამჟამად მოიცავს 3,5 მილიონ წიგნს და 2 მილიონ პერიოდულ გამოცემას, უნივერსალური პროფილის სამეცნიერო ლიტერატურას.

რარიტეტისა და კოლექციების ფონდი მოიცავს 22635 ბეჭდურ ერთეულს.

ბიბლიოთეკაში დაცულია:

  • მე-18, მე-19 საუკუნეში გამოცემული უნიკალური ქართული წიგნები.
  • პირველი ქართული პერიოდული გამოცემების კოლექცია: გაზეთი ივერია (1886-1909-1896), ცნობის ფურცელი (1901-1906), მწყემსი (1883 ), საქართველოს მოამბე (1909 ), დროება (1909 ), სახალხო ფურცელი (1914 )
  • მე-18 და მე-19 სს. რუსული იშვიათი წიგნები და პერიოდიკა
  • უძველესი ებრაული წიგნები
  • მე-17 . სომხური წიგნები 
  • იშვიათი ევროპული წიგნების (მე-16 საუკუნის) კოლექცია. იშვიათ ფონდშია გოთური წიგნები
  • წიგნად ფონდში დაცულია ექვთიმე თაყაიშვილის, ვუკოლ ბერიძის, სერგი ნარიკაშვილის, ვლადიმერ ვორონინის, ალექსანდრე ბაიკოვის, მიხეილ პოლიექტოვის, ნიკო ლორთქიფანიძის, ძმები იოსებ და ვახტანგ ასლანიშვილების, ვლადიმერ ფანჩივიძის, გიორგი ლომთათიძის პირადი ბიბლიოთეკები.  . თაყაიშვილმა საფრანგეთიდან დაბრუნებისას ჩამოიტანა პირადი ბიბლიოთეკა (3600 ტომი), რომელშიც თავმოყრილია უმთავრესად საქართველოს ისტორია-არქეოლოგიის დარგში, რომელიც ანდერძით დაუტოვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას. წიგნებთან ერთად ბიბლიოთეკაში ინახება . თაყაიშვილის პირადი ნივთები: ქუდი და სათამაშო ლოტო.

 დიდმა ქართველმა მწერალმა, იოსებ გრიშაშვილმა, თავისი დიდი და საინტერესო წიგნადი ფონდი, მრავალფეროვანი არქივი და სხვადასხვანაირი კოლექცია ანდერძით უსასყიდლოდ დაუტოვა ბიბლიოთეკას.

ამ ფონდში დაცულია უძველესი და უნიკალური გამოცემები, დაწყებული ვახტანგ VI–ითა და რომკონსტანტინოპოლის სტამბებით, თბილისური სტამბით დამთავრებული.

. გრიშაშვილის მუზეუმ-ბიბლიოთეკის ერთი თავისებურება ისიცაა, რომ აქ თავმოყრილია თბილისური ფოლკლორის გამოცემათა იშვიათი სრული კოლექცია.

დიდი ღირებულებისაა ბიბლიოთეკის ის ექსპონატიწიგნები, რომელთა მფლობელნი თავის დროზე ყოფილან ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, ვაჟაფშაველა, შიო მღვიმელი, შიო არაგვისპირელი და სხვანი. შემონახულია მათ მეპატრონეთა შენიშვნები, მინაწერები და სხვა სახის აღნიშვნები. წიგნებში მოიპოვება ავტორისეული გასწორებანი, რომელნიც . გრიშაშვილს შეუგროვებია თავის ბიბლიოთეკაში, ასეთივე ჩანაწერ-მინაწერ-შენიშვნებიანი თუ ფსევდონიმ-ამოხსნილი ჟურნალები, გაზეთები, ალმანახები, სადეკლამაციო კრებულები –– „ჩანგებიდა სხვა მრავალი გამოცემა.

სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის სამსახური (როგორც გ. მიქელაძის სახელობის ტექნიკური ბიბლიოთეკა) დაარსდა 1965 წელს. ფონდის ძირითადი ნაწილი პატენტებია (საბჭოთა, ამერიკული, ევროპული და სხვა ქვეყნების საკმაოდ სრული ფონდი – 20 მილიონი ერთეული (ბეჭდური და მიკროფირები), სტანდარტები, სამეცნიერო ტექნიკური შრომები, კატალოგები, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს კატალოგები. მის ფონდში 21 მლნ. ერთეული უნიკალური ლიტერატურა. მათ შორის მსოფლიოს 63 ქვეყნის 19 მილიონი საპატენტო დოკუმენტი, 160 ათასი სამრეწველო კატალოგი, 500 ათასი ნორმატიულ-ტექნიკური ლიტერატურა. 550 ათასი პერიოდული გამოცემა, მათ შორის 30 ათასი მოწინავე ქვეყნების  წიგნები, ჟურნალები და რეფერატები.

   საპატენტო რეფერატულ და ბიბლიოგრაფიულ ბიულეტენებში მოცემულია მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალური  საკუთრების, ევროპის საპატენტო უწყების, აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის და ინგლისის საინფორმაციო ფირმადერვენტის დოკუმენტაცია”.

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში მკითხველებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ ინტერნეტით.

თითქმის მზად არის "ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა" (ელექტრონული კატალოგი) პროგრამა კოჰა–ს საფუძველზე, რომელიც ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზეგანთავსდება.

ბიბლიოთეკას აქვს ხელმოწერა ისეთი ცნობილი გამომცემლობების მონაცემთა ბაზებზე როგორიცაა:

  • კემბრიჯის უნივერსიტეტის ჟურნალები
  • ოქსფორდის უნივერსიტეტის ჟურნალები და ლექსიკონები,
  • ამერიკის ფიზიკის საზოგადოებების ჟურნალები,
  • ფირმა EBSCO-ს ელექტრონული მონაცემთა ბაზა,
  • და სხვა.

სულ ხელმისაწვდომია 8000-ზე მეტი დასახელების ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი.