Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მეექვსე გრძნობა მიწისძვრის წინასწარმეტყველებისთვის? კარგით, რა?!

ყოველთვის, როცა დიდი მიწისძვრა, ან წყალდიდობა ხდება, სხვადასხვა პრესის ფურცლებზე ხშირად ჩნდება მსგავსი ფრაზები - ”მეექვსე გრძნობა”, ”ექსტრასენსორული აღქმა”, რაც თავმოყვარე ჟურნალისტმა არასოდეს არ უნდა გამოიყენოს.

მეექვსე გრძნობა? მართლა? არისტოტელეს ეპოქა და მისი ხუთი გრძნობა დიდი ხანია, რაც ისტორიას ჩაჰბარდა. ადამიანს ხუთზე მეტი მგრძნობელობა აქვს, ცხოველებს (მცენარეებსაც კი) - უფრო მეტი.

ხუთი ძირითადი გრძნობაა: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო და შეხება. ფოტო-აღქმა (გამოსახულების აღქმა) მხედველობას არ გულისხმობს და ერთმნიშვნელოვნად არ წარმოადგენს შეგრძნებას. არსებობენ ცხოველები შესაძლებლობებით, რომლებსაც ცალკეული ორგანოები, ან გარკვეული უჯრედები უზრუნველყოფენ: მაგ. ულტრაიისფერი სინათლის აღქმა; ინფრაწითელი სხივების აღქმა (რაც გულისხმობს, აგრეთვე, სითბოს აღქმასაც, რადგან ულტრა-წითელი სხივები თბილია); პოლარული სინათლის აღქმა; გუგისმიერი რეფლექსები, აგრეთვე, ხასიათის კონტროლი და ა. შ. 

”მესამე თვალი” (ამფიბიებში,  თუ რეპტილიებში) გამოსახულებას მკაფიოდ ვერ ხედავს, თუმცა ამჩნევს ჩრდილებს და როგორც ჩანს, ფერსაც.


მრავალ ცხოველს - მწერებით დაწყებული, ხის ბაყაყებითა, თუ სპილოთი დამთავრებული - ძალუძს დედამიწის ქერქის ზედაპირის ვიბრაციების შეგრძნება (შესაბამისად, მოსალოდნელ საშიშროებას ერთმანეთს აცნობებენ ხის ტოტების რხევით, ან ფეხების მიწაზე ბრაგუნით). შესაძლებელია, სწორედ ეს გრძნობაა ის, რაც ბევრ ცხოველს აცნობებს მოსალოდნელ გრიგალს, თუმცა, შეიძლება გრიგალის ხმაც კი (რომელიც ადამიანების მიერ აღწერილია, როგორც სტვენის, ხრაშუნის, თუ ტკაცუნის, ან თუნდაც, ძლიერი ცეცხლის ხმა) წინასწარ მაუწყებელი აღმოჩნდეს მათთვის.
   


  
ვრცლად (ინგლ.): SCIENTIFIC AMERICAN

მეც ასე ვიცოდი –

მეც ასე ვიცოდი - რომ მეცნიერები ჯერ ვერ აკეთებენ მიწისძვრის პროგნოზირებას.  მით უფრო უცნაურად (და დამაფიქრებლად) მეჩვენება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტის დირ.მოადგილის პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში (в самом ближайшем будущем) კამჩატკას, კურილიის კუნძულებს და კავკასიას (!!) ელოდება კატაკლიზმები. ამის შესახებ სრულად:

www.lifenews.ru/news/53516

საინტერეს

საინტერესოა რას ეყრდნობიან მეცნიერები მიწისძვრების პროგნოზირებისას. მახსოვს ჯერ კიდევ 80-იან წლებში Scientific American-ში გამოქვეყნდა სტატია მოსალოდნელი დამანგრეველი (10-12 ბალიანი) მიწისძვრის შესახებ, რომელიც სეისმოლოგთა აზრით მოსალოდნელი იყო კალიფორნიაში უახლოესი 30 წლის განმავლობაში 

რამდენადა

რამდენადაც მე ვიცი, მეცნიერები ჯერ ვერ აკეთებენ მიწისძვრების პროგნოზირებას! ასე რომ არ იყოს, ტექნოლოგიურად ასეთი განვითარებული ქვეყანა, როგორიცაა იაპონია, ხომ გააკეთებდა პროგნოზირებას და აიცილებდა ამდენ მხვერპლს!