ამერიკის ეროვნული აკადემიის გამომცემლობა – The National Academies Press

The National Academies Press (NAP) http://www.nap.edu/ – ეს არის აშშ-ს ეროვნული აკადემიის უნივერსალური გამომცემლობა. იგი აქვეყნებს ისეთი ცნობილი სამეცნიერო დაწესებულებების ნაშრომებს, როგორებიცაა ეროვნული მეცნიერებათა აკადემია National Academy of Sciences, ეროვნული საინჟინრო აკადემია National Academy of Engineering, მედიცინის ინსტიტუტი Institute of Medicine და ეროვნული კვლევითი საბჭო National Research Council. NAP-ი მთლიანად ფუნქციონირებს ამერიკის კონგრესის ეგიდით. იგი ყოველწლიურად გამოსცემს 200-ზე მეტ წიგნს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და სამედიცინო თემებზე.
საიტზე წიგნები შეგვიძლია მოვიძიოთ თემატურად:- Agriculture
- Behavioral and Social Sciences
- Biography and Autobiography
- Biology and Life Sciences
- Computers and Information Technology
- Conflict and Security Issues
- Earth Sciences
- Education
- Energy and Energy Conservation
- Engineering and Technology
- Environment and Environmental Studies
- Food & Nutrition
- Health and Medicine
- Industry and Labor
- Math, Chemistry and Physics
- Policy for Science and Technology
- Space and Aeronautics
- Transportation and Infrastructure
The National Academies Press არის უნიკალური საიტი და იგი გვთავაზობს მრავალი საინტერესო წიგნის გადმოწერის საშუალებას ელექტრონულ PDF ფორმატში უფასოდ. შესაძლებელია ამ წიგნების ბეჭდური ვერსიების დაკვეთა-შეძენა პირდაპირ საიტზევე (ყოველი გამოცემის ფასები მითითებულია).
საიტი აგრეთვე საშუალებას გვაძლევს ვისარგებლოთ Transportation Research Board-ის მიერ გამოცემული წიგნებით
(თუმცა ისინი მცირე რაოდენობითაა და მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს TRB Web site -ით).
უფრო დიდი რაოდენობის წიგნებს გვთავაზობს The National Academies Press-ის ბეჭდური გამომცემლობა – Joseph Henry Press–ი.
იგი შეიქმნა, რათა საზოგადოებას შესთავაზოს განსხვავებული, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული წიგნები საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიურ და სამედიცინო სფეროში. ესენია: თანამედროვე ფიზიკა, მედიცინა, სამეცნიერო ბიოგრაფიები და ბავშვთა განვითარების ადრეული ეტაპები.
აღსანიშნავია ისიც რომ, საიტი გვთავაზობს საინფორმაციო და გასართობ სერიულ აუდიო მასალას („პოდკასტებს“) ეროვნული აკადემიის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე (http://media.nap.edu/podcasts/).
ეს არის 10 წუთიანი აუდიო ჩანაწერები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და სამედიცინო სფეროში.
ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება ეძლევა შეუკვეთოს და შეისყიდოს მისთვის საინტერესო წიგნები ონლაინით, ტელეფონით, ფაქსით და e-mail-ით. (http://www.nap.edu/order.html)
The National Academies Press არის ინგლისურენოვანი საიტი. იგი საუკეთესო საშუალებაა ინფორმაციების მოსაძიებლად „კოსმიური სივრციდან დაწყებული ცხოველთა კვებით დამთავრებული.“
- საინტერესო საიტები-ს ბლოგი
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება


აკადემიური ლექსიკონი
სამხედრო ლექსიკონი
