Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

იტალია საქართველოში - ათასწლოვანი დიალოგი

f1975ac53aa5

იტალიის გაერთიანებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში იტალიის საელჩომ საქართველოში, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა და ევროპის სახლმა გახსნეს გამოფენა „იტალია საქართველოში: ათასწლოვანი დიალოგი“, რომელიც მიეძღვნა, გასული საუკუნეებიდან დღემდე იტალიელების არსებობის კვალს ჩვენს ქვეყანაში. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული 151 ექსპონატი.


გამოფენაზე წარმოდგენილია XIX-XX საუკუნეების იმ იტალიელი მომღერლების, მოცეკვავეების, მუსიკოსების და ფოტოგრაფების შემოქმედების ამსახველი მასალები, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქართულ კულტურასა და არქიტექტურაში, საოპერო და საბალეტო ხელოვნებაში, თუმცა მათი სახელები და ღვაწლი პრაქტიკულად უცნობია ფართო საზოგადოებისათვის, როგორც იტალიაში, ისე საქართველოში. დამთვალიერებელს აგრეთვე საშუალება აქვს, იხილოს იტალიური საოპერო დასის მომღერალთა ფოტოები, თბილისის სახაზინო თეატრის აფიშები, პროგრამები, პარტიტურები, კოსტიუმები, დეკორაციის ესკიზები და ქართულ-იტალიური კულტურული ურთიერთობის ამსახველი სხვა უნიკალური ექსპონატები, რომლებიც დაცულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში.

„ქართულ-იტალიური ურთიერთობების ამსახველი მასალით ყველაზე მდიდარი ჩვენი მუზეუმია, რადგან საქართველო-იტალიის ურთიერთობა ძირითადად კულტურის სფეროში ვითარდებოდა, კონკრეტულად კი თეატრის, ქორეოგრაფიისა და მუსიკის მიმართულებით... ექსპოზიცია მრავალფეროვან კოლექციას წარმოადგენს, 151 ექსკლუზიურ ნამუშევარს, რომელიც საქართველოში პირველად იფინება. გამოფენა ქრონოლოგიურად იწყება იმპერატორ ვესპასიანეს ეპოქით და მე-19 საუკუნის 80-იანი წლებით სრულდება. სწორედ ამიტომ  დავარქვით პროექტს „ათასწლოვანი დიალოგი.“ გვაქვს აგრეთვე უნიკალური მხატვრული ნაწარმოები, რომელიც ფარსმან ქველისა და იბერიელების რომის იპოდრომზე გამოსვლას ასახავს. ავტორი უცნობია, მაგრამ იგი მე-19 საუკუნის ბოლოს არის შესრულებული. გარდა ამისა, ჩვენ ამ გამოფენის კატალოგიც გამოვეცით.“ - ამბობს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.

გამოფენის გახსნის ფარგლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი, ბალერინა, ნინო ანანიაშვილი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჯორჯო ნაპოლიტანოს მიერ მინიჭებული იტალიური სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით იტალიის ელჩმა ვიტორიო სანდალიმ დააჯილდოვა. აღნიშნული ორდენი ენიჭებათ ადამიანებს, რომლებმაც ხელოვნებისა და კულტურის, მეცნიერებისა და სოციალურ სფეროში მოღვაწეობისას ბრწყინვალე შედეგს მიაღწიეს და დიდი წვლილი შეიტანეს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის გაძლიერებაში. „ნინო ანანიაშვილს დიდი წვლილი შეაქვს იტალიელი და ქართველი ხალხების ურთიერთობაში, აერთიანებს და აძლიერებს მათ შორის არსებულ კავშირებს...“ - ამბობს იტალიის ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი.

გამოფენა ევროპის სახლში 30 მარტამდე გაგრძელდება.