Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

სასწავლო ცენტრი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კოლეგების დახმარებაზე. P1060490

ამ მიზნით ბიბლიოთეკაში შეიქმნა ვ.უზნაძის სახელობის სასწავლო ცენტრი, რომელშიც რეგულარულად მიმდინარეობს სემინარები, ტრენინგები და პრეზენტაციები საბიბლიოთეკო და საინფორმაციო საქმის სხვადასხვა საკითხებზე.
ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია:
• სემინარები და პრეზენტაციები ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის (ხშირად შესაძლებელია კოლეგების ან მკითხველების დასწრებაც). ჩატარებული სემინარების პრეზენტაციები.
• ორკვირიანი სასწავლო პროგრამები ბიბლიოთეკარებისათვის. ეს პროგრამები გამიზნულია ბიბლიოთეკარების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. სასწავლო პროგრამა ტრადიციულ საბიბლიოთეკო პროფესიულ საკითხებთან ერთად მოიცავს  თანამედროვე საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სტანდარტებს, ბიბლიოთეკების მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპებს.  აუდიტორიის მოთხოვნების მიხედვით ხდება პროგრამის ადაპტირება: საუნივერსიტეტო, სასკოლო და საჯარო ბიბლიოთეკები, მენეჯმენტი. კურსის საერთო ხანგრძლივობა 40-45 საათია. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. სასწავლო პროგრამაში შემავალი საკითხების ჩამონათვალი.
• ელექტრონული კატალოგის წარმოების „ინტეგრირებული“ სისტემა „ღია ბიბლიოთეკა“ (OpenBiblio). 2 დღიანი ტრენინგი სისტემის ინსტალაციის მსურველი ორგანიზაციებისათვის. მომხმარებლის სახელმძღვანელო
• სამეცნიერო ელექტრონული მონაცემთა ბაზების გამოყენება ბიბლიოთეკებში. 1,5-2 საათიანი პრეზენტაციები. პრეზენტაცია

სასწავლო ცენტრი აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორით და სხვა სასწავლო-სადემონსტრაციო საშუალებებით.
დამატებითი ცნობებისათვის დაგვიკავშირდით: ციცო ქველიძე, სოფო არჩვაძე ტელ: 212756 ან მოგვწერეთ.



P1060490 P1060490 P1060490 P1060490