Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ევროატლასი – ევროპის ისტორია

93f7091ac8ab

http://www.euratlas.net/history/europe/index.html

ევროპის ქრონოლოგიური ატლასი წარმოგვიდგენს 21 ისტორიულ რუქას. თითოეული მათგანი ასახავს ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს განსაზღვრულ  პერიოდში – შესაბამის საუკუნეში.
ევროპის ისტორიული ონლაინ-ატლასი გვიჩვენებს ევროპის კონტინენტისა და ხმელთაშუა-შავი ზღვის აუზის რუქებს ჩვ. წ.-ით 1 წლიდან 2000 წლის ჩათვლით.
ეს არის 21 მინი-რუქა, რომლების ნახვა შეიძლება უფრო დეტალურადაც – მეოთხედების მიხედვით (ჩრდილოაღმოსავლეთის, სამხრეთაღმოსავლეთის, ჩრდილოდასავლეთის და სამხრეთდასავლეთის)
ეს რუქები ქმნიან ახალი სახის ისტორიულ ატლასს, რომელიც წარმოგვიდგენს ევროპის კონტინენტის ევოლუციას. იგი რეგულარული სიხშირით  გვიჩვენებს კარტოგრაფიულ მასალას საუკუნეების მიხედვით. ეს არის გზამკვლევი, სადაც  საკმარისია  ავირჩიოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საუკუნე და  მარტივად (მაუსზე დაწკაპუნებით) აღმოვჩნდებით შესაბამის გვერდზე. შესაძლებელია ქვეყნის მოძიება იმდროინდელი სახელწოდების მიხედვითაც (მაგ. კოლხეთი, იბერია, ან ქართლი, ხალიფატი ).
რუქების შექმნაზე გავლენას ახდენს გარკვეული ფაქტორები: ომები, დაპყრობები, რევოლუციები... პერიოდული ისტორიული ატლასი აღწერს ყოველი საუკუნის ბოლოს ევროპის კონტინენტის პოლიტიკურ მდგომარეობას.
რუქაზე წითლად სუვერენული სახელმწიფოებია აღნიშნული (S), ხოლო მწვანედ დამოკიდებული(D). ასევე მოცემულია პირველი და მეორე დონის ადმინისტრაციული ერთეულები. განმარტებების სანახავად შეგიძლიათ ისარგებლოთ ლინკით – Map Legend.

თუ გსურთ უფრო დეტალური კვლევა აწარმოოთ შეგიძლიათ გადმოტვირთოთ Euratlas Periodis Expert პროგრამა, რომელიც რუქებს 6000 % ზუმ-ფაქტორით წარმოგვიდგენს. Euratlas Periodis Expert  არის მონაცემთა ბაზა და ევროპის ისტორიული და გეოგრაფიული ატლასი. პროგრამით ფასიანია. ფასები  წარმოდგენილია რამოდენიმე კატეგორიის  მიხედვით, თუმცა აქვე გვთავაზობენ უფასო სადემონსტრაციო ვერსიასაც (the demo version).

euratlas.com და euratlas.net-ზე მოცემული რუქები შეგიძლიათ გამოვიყენოთ საგანმანათლებლო, კვლევითი ან საცნობარო მიზნებისათვის. ამ საიტით მოხმარება კომერციული მიზნით აკრძალულია.
აღსანიშნავია რომ საიტზე რუქებით სარგებლობა ინგლისური ენის გარდა შესაძლებელია გერმანულ და ფრანგულ ენებზეც.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაუკვეთოთ რუკების ბეჭდური ვერსიებიც.