Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

იაპონიის საელჩოს გრანტი „საქართველოს კარიტასის“ საერეაბილიტაციო ცენტრისთვის

„საქართველოა კარიტასის“ სარეაბილიტაციო ცენტრში იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის“ ფარგლებში დაფინანსებული - საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ გაუმჯობესების პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართა. ცერემონიას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბ-ნი მასაიოში კამოჰარა და ცენტრალური მთავრობისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული პროექტის საგრანტო კონტრაქტს ხელი 2009 წლის 20 ოქტომბერს იაპონიის საელჩოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასის“ მიერ მოეწერა. პროექტის მიზანია გააუმჯობესოს სარეაბილიტაციო ცენტრი სარეაბილიტციო ტექნიკის და უნარშეზრუდულ პირთა ტრანსპორტირებისთვის სპეციალური ავტოტრანსპორტის მიწოდებით. Pროექტის ფარგლებში 380-მა უნდა ისარგებლოს, რომლის ბიუჯეტი 59,726 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

„გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამა“ შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს გამოეყოფათ, რომლებიც მოწოდებულია მუნიციპალიტეტების, სამედიცინო დაწესებულებების, სასწავლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ, და მისი მიზანია საქართველოს ხელმოკლე მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება. ასეთი პროექტები შეიძლება განხორციელდეს ჯანდაცვის, დაწყებით და საშუალო სკოლებში, სოციალური და გარემოს დაცვის, სიღარიბის დაძლევის და შემოსავლების სფეროებში. საგრანტო პროგრამა 1998 წელს დაიწყო. დღეისთვის საქართველოში დაფინანსებულია 8,370,097 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, ხოლო იაპონიის განვითარების სრულმა დახმარებამ საქართველოსთვის ჯამში მიაღწია 362 მილლიონ აშშ დოლარს ისეთი სფეროებისთვის, როგორებიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის სექტორი, სოციალური სექტორი, კულტურული სფერო და ადამიანთა რესურსების განვითარება.

იაპონიის საელჩოს ფინანსური დახმარებით, „საქართველოს კარიტასის“ სარეაბილიტაციო ცენტრისათვის შეძენილ იქნა თანამედროვე, მაღალი ხარისხის ფიზიოთერაპიული დანადგარები, რომლითაც ისარგებლებენ სარეაბილიტაციო ცენტრის და ზოგადად სამედიცინო პროგრამის ბენეფიციარები.

„საქართველოს კარიტასი“ საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას ემსახურება. იგი იღწვის ისეთი ქართულ საზოგადოების დასამკვიდრებლად, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ღირსება და მათი ძირითადი უფლებები: ქვეყანაში უზრულველყოფილი იქნება მშვიდობა, სამართლიანობა, გულმოწყალება და სოლიდარობა, საერთო-საზოგადოებრივი ინტერესები პირადულზე მაღლა იქნება დაყენებული. აქედან გამომდინარე, „საქართველოს კარიტასი“ ხელს უწყობს ადამიანის რესურსების განვითარებას, სოციალური სამართლიანობის დაცვას, გაჭირვებული ადამიანებისათვის ხელის გამართვას, მათი ღირსებისა და პასუხიმგებლობის გრძნობის ამაღლებას.

დასახული მიზნისკენ სწრაფვა ყველაზე ნათლად „საქართველოს კარიტასის“ მიერ განხორციელებულ პროექტებში აისახება, სადაც ოთხი ძირითადი პროგრამა გამოიკვეთება: ჯანდაცვა და სოციალური დახმარება, ბავშვები და მოზარდები, განვითარება, გადაუდებელი დახმარება.

„საქართველოს კარიტასმა“ არსებობის დღიდან მრავალი პროექტი განახორციელა, რომლებიც ყველაზე გაჭირვებულ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ ხალხს დაეხმარა. ესენი არიან მარტოხელა, უმწეო მოხუცები, უპატრონო და უსახლკარო ბავშვები, სნეულნი და ხეიბარნი, იმედგაცრუებული, რწმენადაკარგული ადამიანები, უმუშევრები, ყველანი ვინც სოციალურად დაუცველია, მიუხედავად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა.