Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მრგვალი მაგიდა: თანამედროვე ქართული ლექსი

არილი - 25.03.2011 ნანა კობაიძე

"ლიტერატურა-ცხელმა შოკოლადმა" მეორე მრგვალ მაგიდას უმასპინძლა. პირველმა დისკუსიამ, რომელიც თანამედროვე ქართულ პროზას შეეხებოდა, მკითხველთა ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პროზის შემდეგ, გადავწყვიტეთ პოეზიისთვისაც დაგვეთმო ადგილი. რა ვითარებაა თანამედროვე ქართულ პოეზიაში, რა ადგილი უჭირავს მას საზოგადოებაში, რა გავლენებს განიცდის, საიდან მოდის და საით მიდის? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "ცხელი შოკოლადი. ლიტერატურის" მთავარი რედაქტორი, მალხაზ ხარბედია და მისი სტუმრები: კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე და პოეტები - შოთა იათაშვილი და პაატა შამუგია მსჯელობდნენ.

მალხაზ ხარბედია, ლიტერატურათმცოდნე, ესეისტი: - მიუხედავად იმისა, რომ პროზასთან შედარებით პოეზია თითქოს უფრო ადვილი წასაკითხია, ნაკლები დრო სჭირდება და სიტყვებიც ნაკლებია, რეალური წამკითხავი ცოტაა. თქვენი აზრით, რა ადგილი უჭირავს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში პოეზიას და ვინ არიან მისი მკითხველები. ვის სჯერა პოეზიის და საერთოდ, რატომ უნდა სჯეროდეს თანამედროვე მკითხველს პოეზიის?

ლევან ბრეგაძე, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი: - საერთოდ, პოეზიას ყოველთვის ცოტა მკითხველი ჰყავდა და გასაგებია რატომაც. პროზისგან განსხვავებით, პოეზია უმცირესობისთვისაა, რადგან ეს უჩვეულო მოვლენაა. ვინ ლაპარაკობს ყოველდღიურ ცხოვრებაში რითმებით? გასაკვირიც კი არის, ასეთ პირობით ტექსტს მკითხველი რომ ჰყავს. თუ გიფიქრიათ, რატომ ან როდის მიდის ადამიანი ლექსთან? მაშინ, როდესაც ყოველდღიურობა ბეზრდება და რაღაც განსხვავებული, უჩვეულო სჭირდება. ეს ძალიან ჰგავს ტაძარში შესვლას. ჩვენი საცხოვრებელი ტაძარს რომ ჰგავდეს, კვირის ბოლოს წირვის მოსმენა აღარ მოგვინდებოდა. აქაც ანალოგიური ვითარებაა: პოეზიასთან რომ მიხვიდე, ყოველდღიურობის პროზა უნდა მოგბეზრდეს...

ვრცლად: http://arili2.blogspot.com/2011/03/blog-post_5905.html