Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ღია კარის დღე „ბიბლიოთეკა – ჩემი მსოფლიო ულიმიტო ვიზა“

28/05/2010 - 14:00
29/05/2010 - 17:00
Etc/GMT+4

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 28–29 მაისს გიწვევთ აქციაზე „ბიბლიოთეკა – ჩემი მსოფლიო ულიმიტო ვიზა“. აქცია დაიწება 28 მაისს 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და ღონისძიების ოფიციალური გახსნა შედგება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 14:00 საათზე. 
ეს არის ორდღიანი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები,  ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:
       28 მაისი:
• დილის 12 საათზე – ქუჩის აქცია, რომელიც იწყება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და გაგრძელდება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში;
• 14 საათზე ღონისძიების გახსნა;
• ბიბლიოთეკის საიტის პრეზენტაცია;
• ახალგაზრდა მხატვრების და მოქანდაკეების გამოფენა;
• კონსერვატორიის სტუდენტების კონცერტი;
29 მაისი:
• შეხვედრა ახალგაზრდა პოეტ გიორგი არაბულთან;
• დოკუმენტური ფილმის ჩვენება „შიბამი – ჩიკაგო უდაბნოში“;
• ფოტო კონკურსი  თემაზე „მე და წიგნი“ ;
        ფოტო კონკურსში გამარჯვებული დაჯილდოვდება.

მონაწილეობას ღებულობენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.

ღონისძიების მთავარი მიზანია ახალგაზრდა თაობას დავანახოთ, რომ ბიბლიოთეკა ეს მხოლოდ წიგნების შესანახი ადგილი კი არ არის არამედ მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საინტერესო ღონისძიებებში რომლებიც მათთვის ერთგვარი ტრამპლინი იქნება აგრეთვე გაიგონ მათ, რომ შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი შენობა საინტერესო შემეცნებითი თუ კულტურული ღონისძიებების გასამართად. 

ღონისძიებას დაესწრებიან  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; თბილისის მერია, უნივერსიტეტები, ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რუსთაველის ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, დიუმას ცენტრი და მოწვეული სტუმრები.