Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

600000 წლის წინანდელი მამონტის პროტეინების ანალიზი

73247993-des-proteines-d-un-mammouth-vieux-de-600-000-ans
ჟურნალ Geochimica et Cosmochimica Acta-ში გამოქვეყნდა ბრიტანული კვლევა, სადაც ხაზგასმულია მეცნიერთა ტექნიკური მიღწევა, რომლებმაც შეძლეს მოეპოვებინათ და შემდეგ შეესწავლათ 600000 წლის წინანდელი მამონტის ნამარხ ჩონჩხზე აღმოჩენილი კოლაგენის რიგი.
მაღალი რეზოლუციის მას-სპექტომეტრის წყალობით იორკის (York) უნივერსიტეტის ბიო-არქეოლოგის, პროფესორ მათეუ კოლინის (Matthew Collins) ჯგუფმა შეძლო West Runton-ის მამონტისაგან მოპოვებული კოლაგენის თითქმის სრული რიგის მიღება. 1990 წელს ნორფოლკში (Norfolk) აღმოჩენილი 600000 წლის წინანდელი ნამარხი მამონტის ჩონჩხის 85 % შენარჩუნებულია და ნორვიჩის (Norwich) მუზეუმშია დაცული.
კოლაგენები პროტეინების ოჯახს მიეკუთვნება და ძვლოვანი ქსოვილების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. თითოეულ სახეობას მისი პირადი კოლაგენი გააჩნია, აქედან მომდინარეობს ინტერესი, დადგინდეს, რომელი ამინომჟავების რიგია მის შემადგენლობაში და ამგვარად მიღებულ იქნას თითოეული ცხოველის „ხელმოწერა“.

 „დროის მასშტაბი ძალიან შთამბეჭდავია! ბოლო დრომდე არ გვჯეროდა, რომ ამ ასაკის ნამარხიდან (...) კოლაგენს მივიღებდით. [ახლა] ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროტეინი ათმაგად მეტხანს გამოსადეგია, ვიდრე დნმ, რომელიც მაქსიმუმ 100000 წლის წინანდელ აღმოჩენაში შეგვხვდა ჩრდილოეთ ევროპაში. ამის შედეგი ის არის, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ კოლაგენის რიგი ძალიან ძველი ცხოველების კვლევისას. ასევე, ძველი ნასახლარების შესწავლისას იდენტიფიცირება მოვახდინოთ ნეშტის პატარა „ძვლის“ ფრაგმენტების მიხედვით“,– განმარტავს პროფესორი კოლინი.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110402/tsc-des-protines-dun-mammouth-vieux-de-6-04aaa9b.html