Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

კონკურსი - ინგლისურ ენაზე საჯარო მეტყველებაში

f79f0ce8c94e

 7 აპრილს რეზო გაბრიაძის თეატრში ინგლისურ ენაზე საჯარო მეტყველებაში კონკურსი გაიმართა. 2011 წლის კონკურსში განაცხადი 50-მა ბავშვმა შეიტანა. მათგან 10 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. 10  ბავშვიდან კი ჟიურიმ  ორი  მონაწილე  სალომე ვაჩეიშვილი და ანა შეყილაძე გამოავლინა, რომლებიც 23 მაისს ლონდონში ერთი კვირით გაემგაზვრებიან,  ფინალში მონაწილეობის მისაღებად. ლონდონში 50 ქვეყნიდან ორ-ორი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას, ფინალში გამარჯვებულს კი ბუკინგემის სასახლეში, პრინცი ფილიპი დააჯილდოვებს.

ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი  „The English Speaking Union”  ლონდონში 1918 წელს დაარსდა , როგორც დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო ორგანიზაცია. მისი  მფარველი ინგლისის დედოფალი ელისაბედ II-ეა, პრეზიდენტი  - პრინცი ფილიპი.  თავის დროზე ESU-ს თავჯდომარე სერ უინსტონ ჩერჩილი იყო.

ESU-ს, რომელშიც  მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა არის გაერთიანებული, კულტურულ-საგანმანათლებლო  პროგრამების განხორციელების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. საქართველო ამ კავშირის წევრი 1998 წელს გახდა. ESU სარგებლობს ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის  საბჭოს, ბრითიშ პეტროლიუმის, HSBC და BMIH მხარდაჭერით.

ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც ESU ახორციელებს, არის კონკურსი საჯარო მეტყველებაში. კონკურსი თბილისში უკვე 13 წელია  იმართება, და მასში მონაწილეობის მიღება 16-დან 20 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ. საკონკურსო თემას ყოველ წელს გვთავაზობს, ESU-ს  სათავო ოფისი ლონდონში. წლევანდელი თემა იყო „სიტყვები არ კმარა.“კოკურსის სპონსორები არიან ბანკი HSBC და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი.

კონკურსი საქართველოში მარინა ციციშვილმა დაარსა, რომელმაც ლონდონში ცხოვრების პერიოდში „The English Speaking Union” თავმჯდომარე ბარონესა ბრიკ სტოკი გაიცნო: „სწორედ ბარონესამ შემომთავაზა, რომ ეს კონკურსი საქართველოში დამეარსებინა. 1998 წლიდან ვმუშაობთ, და მას შემდეგ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. ამ კონკურსის გარდა ჩავატარეთ, კულტურული სემინარები, თრეინინგები მასწავლებლებისთვის, მოვაწყეთ გამოფენები, კონცერტები და სხვადსხვა კულტურული ღონისძიებები.

წლევანდელი ინგლისურ ენაზე საჯარო მეტყველების კონკურსით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბავშვება ძალიან მაღალი დონე გვაჩვენეს. ყველა მონაწილე ძალიან კარგი იყო, და გვიჭირდა მათ შორის არჩევანის გაგეკეთება.“ - გვითხრა მანანა ციციშვილმა.