Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თიხის ფირფიტაზე ევროპაში უძველესი ტექსტი აღმოაჩინეს

une-tablette-d-argile-revele-le-plus-vieux-texte-d-europe-credit-photo-christian-mundigler_27191_w250
3000 წლის წინანდელი თიხის ფირფიტა აღმოაჩინეს იკლენას (Ikléna) ბორცვზე, ათენის სამხრეთ-დასავლეთით. მასზე წაწერილია ევროპაში უძველესი და გაშიფვრადი ტექსტი.
ევროპის უძველესი ტექსტია დაწერილი ამ 3500 წლის წინანდელ თიხის ფირფიტაზე. მიქაელ კოსმოპულოსი (Michael Cosmopoulos), მისურის (Missouri) უნივერსიტეტის პედაგოგი, ხელმძღვანელობს გათხრების იმ ოპერაციას, რომელმაც ამ აღმოჩენამდე მიგვიყვანა. მან AFP-ს (საფრანგ. პრესის სააგენტო) დაუდასტურა, რომ ათენის სამხრეთ-დასავლეთით 300 კილომეტრში საოცარი აღმოჩენა გამოვლინდა.
პატარა თიხის ფირფიტა გათხრების დროს აღმოჩენილ ყველა საგანზე  ერთი საუკუნით ძველია. პროფესორი აცხადებს: „საქმე ეხება საბერძნეთში და, თავისთავად, ევროპაში აღმოჩენილ უძველეს ფირფიტას“. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს არის ჩვ.წ.აღ-მდე 1450-1350 წლებში შექმნილი დოკუმენტი.
National Geographic-ის განმარტებით, აღნიშნული წარწერა მიკენელების მიერ არის გაკეთებული ბრინჯაოს ხანაში. გამოყენებული დამწერლობის ტიპი წარმოადგენს "ხაზოვან B" სისტემას, რომელსაც 87 სიმბოლო გააჩნია და თითოეული შეესაბამება მარცვალს. ეს დამწერლობა გამოიყენებოდა ეკონომიკური ტექსტებისათვის. „ფირფიტის ერთ მხარეს სიტყვები და ციფრებია, მეორეზე კი - ზმნა, რომელიც მიესადაგება ზმნას „მომზადება“, - აზუსტებს მიქაელ კოსმოპულოსი.
.......

ამ ტიპის დოკუმენტი, ძირითადად, ერთი საბიუჯეტო წლისათვის მზადდებოდა, და არ იყო შესანახად განკუთვნილი. ფირფიტები არც ქურაში იწვებოდა და არც მზეზე შრებოდა, ამიტომ ისინი ძალიან ფაქიზი და მსხვრევადი იყო. თუ ამ არტეფაქტმა შეძლო წლების გადალახვა, ამის მიზეზი ცეცხლი თუ ხანძარი უნდა ყოფილიყო, რომლის წყალობითაც იგი გამოიწვა და გამყარდა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ იმ ეპოქაში ვიღაცამ ეს ფირფიტა ნაგვის საწვავ ორმოში გადააგდო.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110406/tsc-une-tablette-dargile-rvle-le-plus-vi-04aaa9b.html

იგივე

იგივე ინფორმაცია ინგლისურ ენაზე: http://blogs.umsl.edu/news/2011/04/01/cosmo/