Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

შეუძლიათ მცენარეებს მაგნიტური ველის წარმოქმნა?

უზარმაზარი მცენარე სახელწოდებით - "Trudy" ყვავილობის დროს მთლიანად გადაიშალა კალიფორნიის უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღში, 2009 წლის ივნისში. მაგნეტომერის ორი სენსორი ჩანს მარცხენა მხარეს ქვემოთა კუთხეში.

მცენარეების მიერ მაგნიტური ველის წარმოქმნის ძიება შეიძლება ჟღერდეს ისევე სულელურად, როგორც ტელეკინეზის, ან ექსტრასენსორული აღქმის არსებობის შესახებ მტკიცების მცდელობა. თუმცა, ბერკლის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსები სერიოზულ სამუშაოებს აწარმოებენ მცენარეებში ბიომაგნეტიზმის აღმოსაჩენად, ამისათვის კი იყენებენ რამდენიმე ყველაზე მგრძნობიარე მაგნიტურ დეტექტორს.

ჟურნალში – Journal of Applied Physics – იმ კვირაში გამოქვეყნებულ სტატიაში, ბერკლის, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები აღწერენ იმ ზელსაწყოებს, რომლებიც გამოიყენეს უმცირესი მაგნიტური ველის აღმოსაჩენად უზარმაზარი - მსოფლიოში უდიდესი ყვავილის გარშემო მისი მოკლეხნიანი ყვავილობის პერიოდში, თუმცა ადგილობრივი გარემო-პირობების, კერძოდ კი მატარებლებისა და საგზაო მოძრაობისგან გამოწვეულმა დაბრკოლებამ შეაფერხა ექსპერიმენტი, ხოლო საბოლოოდ ვერ დადგინდა მაგნიტური ველის არსებობა.
მიუხედავად ამისა, მათ დაადგინეს, რომ მცენარე წარმოქმნიდა ჩვენს გარშემო არსებული დედამიწის მაგნიტური ველის არაუმეტეს მემილიონედი სიძლიერის მქონე ველს.

ვრცლად (ინგლ.): SPACE MART