ზეგამტარობის აღმოჩენა 100 წლისაა

ზეგამტარობის აღმოჩენა 100 წლისაა (ჰაიკე კამერლინგ ონეს (Heike Kamerlingh Onnes) 1911 წ. 8 აპრილი)! ამ მოვლენის აღსანიშნავად შეიქმნა დიდი საჯარო საიტი: http://www.supraconductivite.fr. აქ შეგიძლიათ იხილოთ ამ საოცარი ფენომენის ყველაზე მომაჯადოებელი ასპექტები, როგორიცაა ლევიტაცია, ან სუპერდენი მარტივი და ილუსტრირებული განმარტებების, ვიდეოებისა და თამაშების თანხლებით.
ინფორმაცია ვებ საიტზე ხუთ რუბრიკადაა დაყოფილი: ზეგამტარობა, კვლევა, გამოყენება, გასართობი და ბოლოს, 100 წელი – იუბილე. რუბრიკა „ზეგამტარობა“ წარმოდგენილია ვირტუალური ლაბორატორიის ფორმით და უამრავი ინტერაქტიური ობიექტის თანხლებით. უსაზღვრო რაოდენობის ინფორმაციაა!
აი, საიტიდან ამოკრეფილი რამოდენიმე მაგალითი, რომელიც სურვილს გაგიჩენთ, ის თქვენ თვითონაც დაათვალიეროთ.
რა არის ზეგამტარობა?
ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ზოგიერთი ისეთი მასალის ელექტრო და მაგნიტური თვისებები, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი, ან ზოგიერთი ოქსიდი, რადიკალურად იცვლება. ეს მასალები ზეგამტარი ხდება: ისინი აღარ უწევენ არანაირ წინააღმდეგობას ელექტრულ დენს და მაგნიტურ ველს განდევნიან.

ეს ფენომენი, რომელიც 100 წლის წინ აღმოაჩინეს, კვანტური ფიზიკის ადამიანურ მასშტაბებში ყველაზე აშკარა გამოვლინებაა: მასალის უამრავი ელექტრონი გროვდება ერთ კვანტურ ტალღაზე, რომელიც დიდ დისტანციაზეა გადაშლილი.
დღეს ზეგამტარობა უაღრესად აქტიური კვლევის სფეროა, საქმე ეხება მისგან წარმოშობილი მექანიზმების გარკვევას, ახალი ზეგამტარი მასალების შეცნობასა თუ უკვე მრავალრიცხოვანი გამოყენებების გაფართოებას. ის ასევე სანახაობრივი ლევიტაციის რეალიზების საშუალებას იძლევა. "
„კლასიკური ზეგამტარები“ და „ახალი ზეგამტარები“ზოგჯერ განასხვავებენ „კლასიკურ ზეგამტარებს“ და „ახალ ზეგამტარებს“ იმის მიხედვით, დაბალ, თუ ნაკლებად დაბალ ტემპერატურაზე ხდებიან ისინი ზეგამტარები. მაგრამ რეალური საზღვარი მაინც არ არსებობს და ეს განმარტება არაზუსტია .......................................
და მაინც, სიფრთხილეა საჭირო „ახალ ზეგამტარებთან“ მიმართებაში: ეს მასალები უამრავი ლაბორატორიული კვლევის საგანია, მათი ბოლომდე გაგებისაგან კი ჯერ შორს ვართ. ისიც შესაძლოა, რომ ამ ახალი ზეგამტარების ჩამონათვალი წლიდან წლამდე გაიზარდოს და მეტად და მეტად გაგვაოცოს.
„ზე“-ს მეფეები: კუპრატები
1986 წელს ჟორჟ ბედნორცისა (Georg Bednorz) და ალექს მიულერის (Alex Müller) მიერ აღმოჩენილი კუპრატები ახალი ზეგამტარების „მეფეები“ არიან. ამ დროისათვის ისინი წარმოადგენენ ყველაზე მაღალტემპერატურულ ზეგამტარებს, -135°C, ანუ 138 K. ეს არის ერთადერთი მასალა, რომელიც ზეგამტარია თხევადი აზოტის ტემპერატურაზე: საიტის ყველა ვიდეო სარგებლობს კუპრატებით, რომელსაც ხშირად „მაღალი კრიტიკული ტემპერატურის ზეგამტარებს“ უწოდებენ.

ზეგამტარობის პრაქტიკული გამოყენება
ზეგამტარები უკვე გამოიყენება სხვადასხვა სფეროში: ელექტრობა, მედიცინა, ელექტრონიკა და მატარებლებისთვისაც კი. ისინი ლაბორატორიების მთავარი მასალაა, ............
საიტი ასევე გთავაზობთ რუბრიკას „გართობა“. იქ თქვენ იხილავთ ექსპერიმენტებს, რომელსაც მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებთ, ლაბორატორიაბს, რომლის ჩამოტვირთვასაც შეძლებთ, საილუსტრაციო ვიდეოებსა და ფოტოებს.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
http://www.science.gouv.fr/fr/actualites/bdd/res/3986/la-decouverte-de-la-supraconductivite-a-100-ans-/- Login to post comments