Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ირანს იტალიური თანამგზავრის ხელში ჩაგდება სურს

1856411655-l-iran-souhaite-recuperer-un-satellite-aupres-de-l-italie

ირანი ცდილობს, მიიღოს 2005 წელს იტალიური კომპანიის მიერ მათთვის აგებული სატელეკომუნიკაციო სატელიტი Mesbah-1. ირანული კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტექნიკა ჯერ კიდევ არ გადაუციათ მათთვის.

ირანული კოსმოსური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჰამიდ ფეზელი (Hamid Fazeli) მრისხანებს. მან პრესის სააგენტო Isna-ს განუმარტა, რომ იტალიური საზოგადოება, რომელმაც შექმნა სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი Mesbah-1, უარს ამბობს მის გადაცემაზე. „ირანს ამჟამად უკვე გაკეთებული აქვს რაკეტები Mesbah-1-ის გასაშვებად, მაგრამ, სამწუხაროდ, იტალია სხვადასხვა მიზეზს იგონებს, როგორიცაა, გაეროს რეზოლუცია და საერთაშორისო სანქციები, რათა არ გადმოგვცეს ეს სატელიტი“, განმარტავს იგი.
თავიდან Mesbah-1 2005 წელს რუსებს უნდა გაეშვათ. იმავე წელს მათ უკვე დაიწყეს ირანული თანამგზავრი Sina-1, მაგრამ აცხადებენ, რომ Mesbah არასოდეს მიუღიათ. თავის მხრივ, იტალია ადასტურებს, რომ ისარგებლა საერთაშორისო სანქციებით, რომელიც ირანს შეეხება ბირთვული პროგრამის ფარგლებში, დასავლეთს ამის ეშინია.

სხვათა შორის, ირანი აშენებს Mesbah-2-ს და იმედი აქვს, რომ მას წელს გაუშვებს ორბიტაზე, იტყობინება საიტი 20minutes.fr. უკვე 2009-ში ქვეყანამ გაუშვა თავისი პირველი თანამგზავრი Omid-ი ხომალდ Safir-2-ის წყალობით, რომელიც თვითონ ირანელებმა შეიმუშავეს. ეს ტექნოლოგიური წინსვლა ძალიან ადარდებს აშშ-სა და ევროპას, რომლებსაც ეშინიათ, ირანმა ამგვარად ბირთვული დარტყმების განმხორციელებელი ხომალდები არ შექმნას.

ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110410/tsc-liran-souhaite-rcuprer-un-satellite-04aaa9b.html