Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თანამედროვე საეკლესიო მინიატიურული მხატვრობა

0c193242d395

თბილისის ისტორიის მუზეუმში ხატმწერების თეიმურაზ ყაზახაშვილისა და ნინო სანებლიძის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით ,,თანამედროვე საეკლესიო მინიატიურული მხატვრობა“ გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თეიმურაზ ყაზახაშვილის და ნინო სანებლიძის მიერ დაწერილი კანონიკური ხატები წიგნის მინიატურებისათვის. ავტორები იყენებენ უძველეს ტექნოლოგიას, ბუნებრივი პიგმენტები, რომლებიც შედგება ბუნებრივი მინერალებისაგან, კვერცხის გულისაგან. თითოეული ხატი დაფარულია ოქროსფურცლოვანი ფირფიტებით. ადრეულ პერიოდში ყოველივე ეს კეთდებოდა ხარის ტყავზე, ამჟამად ავტორები იყენებენ ვატმანს.

ნინო სანებლიძე პროფესიით რესტავრატორია. მუშაობდა ქუთაისის სასულიერო აკადემიაში ფერწერის სახელოსნოში. შეასრულა ყოვლადწმინდა სამების ტაძრის დიდი ოთხთავის რამდენიმე მინიატურა, "საიდუმლო სერობა“, "5000 კაცის დაპურება“, "იგავი უგუნურ სიმდიდრეზე“, "მარხულობა მეფესთან ყოფნის დროს“ და "ჯვართამაღლება“.

თეიმურაზ ყაზახაშილი რესტავრატორია. ძირითადად წიგნის მინიატურაზე მუშაობს. 2003 წელს დაასურათა იაკობ გოგებაშვილის "საღმრთო ისტორია“, ასწავლიდა ფერწერის რესტავრაციას თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ეკლესიებშია დაბრძანებული.

ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ხატწერის ძველი ტექოლოგიების აღდგენა და კვლევა. თეიმურაზ ყაზახაშვილის და ნინო სანებლიძის მუშაობის შედეგად, ეს ტექნოლოგიები მრავალფეროვან და თანამედროვე გამოხატულებას ჰპოვებს.

გამოფენა 26 აპრილამდე გაგრძელდება.