GoodPlanet info. ახალი ამბები გარემოს შესახებ : შევხედოთ ჩვენს პლანეტას სხვა თვალით

http://www.goodplanet.info/eng/
საიტი (რომლის სახელწოდება – Good Planet – ითარგმნება, როგორც „კარგი პლანეტა“) მიზნად ისახავს ფართოდ გაავრცელოს გარემოსდაცვასა და საზოგადოებრივ პრობლემებთან დაკავშირებული ინფორმაცია. იგი წარმოგვიდგება საგანმანათლებლო წყაროს სახით და საშუალებას იძლევა მივიღოთ პლანეტაზე მიმდინარე ბუნებრივ ცვლილებებთან დაკავშირებული სანდო, თანამიმდევრული ცნობები ინტერნეტ თუ დოკუმენტურ სივრცეში.
საიტის სქემა (ბმულების ზოლი):
საკვები და სოფლის მეურნეობა (კვების მრეწველობა, მეცხოველეობა, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, ტყეები, ბიოსაწვავი, პესტიციდები, ...)
ბიომრავალფეროვნება (ინვაზიური სახეობები, ოკეანეები, არქტიკა-ანტარქტიკა, ტყეები, ჭაობები, ...)
დაბინძურება (ჰაერი, წყალი, ოზონი, ნიადაგი, ...)
ეკონომიკა (მომხმარებლები, ზრდა, მაღაროები, დამბები, ბუნება, ნანოტექნოლოგია, ...)
საზოგადოება (დემოგრაფია, კონფლიქტები, ლტოლვილები, ურბანიზაცია, სინფორმაციო ტექნოლოგიები, ...)
ენერგია და კლიმატი (ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ბირთვული, განახლებადი, ელექტროენერგია, საწვავი, ...)
იურიდიული საკითხები (კიოტოს, იუნესკოს, მონრეალის, ... ოქმები, დადგენილებები, ...)
თანამონაწილეობა (მწვანეთა ორგანიზაციები, საქმიანობა, პროექტები, სამუშაოები)
ატლასი (მსოფლიოს ქვეყნების ინტერაქტიული მოზაიკური რუკა ინდიკატორებით)
საიტის შექმნა და მისი ორენოვნი ვერსია (ინგლისური და ფრანგული) საშუალებას იძლევა ტექსტები ფართო მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახდეს პირველი წყაროდან. საიტზე წარმოდგენილი სტატიები მოწოდებულია სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტების მიერ. GoodPlanet info სთავაზობს მკითხველს საერთაშორისო პოლემიკას გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით.
მთლიანი პროექტის კარტოგრაფიული მხარე წარმოდგენილია 3D ფორმატით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ტულუზს უნივერსიტეტის საინჟინრო კარტოგრაფიულ განყოფილებას.
GoodPlanet info-ს პარტნიორთა შესახებ ინფორმაციისათვის მივყვეთ ლინკს http://www.goodplanet.info/eng/footer/Partenaires, სადაც უფრო დაწვრილებით ვნახავთ ინფორმაციას BNP ევროპის უმსხვილესი ბანკის, Accenture საერთაშორისო მენეჯმენტის საკონსულტაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიასა და სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორების შესახებ.
საიტის პირველ გვერდზე ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგი ბლოკების მიხედვით: ახალი ამბები NEWS; დებატები DEBATES; მიმდინარე აქტუალური საკითხები ISSUES და ვიდეოები VIDEOS.
საიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მასალა, ცალკე ბლოკის სახით, პლანეტის ალტერნატიული ხედვის თვალსაჩინო მაგალითია. აქ სტრუქტურულად წარმოდგენილია ატლასის სქემა და იგი ახლო ხედით განიხილავს: ინტერაქტიულ რუქას, მოზაიკურ სტრუქტურას და ძირითადი ქვეყნების ინდიკატორებს. ეს მოზაიკური მაჩვენებლები ახალ კატაკლიზმებთან ერთად ახალ ვარიაციებს განიცდის. აქვეა მუდმივად განახლებადი სტატიები ამავე საიტიდან (რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია პლანეტის დაბინძურების თემაზე). წარმოდგენილი სურათების საშუალებით ცხადდება ვირტუალური პროცენტული მაჩვენებლები ჩვენს სამყაროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ.
საიტი წარმოადგენს საჭირო წყაროს იმ პირებსა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც აქტუალურად იკვლევენ გარემოცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და პლანეტაზე მიმდინარე კატაკლიზმებთან შეგუების პროცესებს. საიტს აქვს საძიებო სისტემა.
- საინტერესო საიტები-ს ბლოგი
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება


აკადემიური ლექსიკონი
სამხედრო ლექსიკონი
