Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნები : საიტიდან elva.ge

1. ლადო აღნიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ წიგნი გამოიცა.

agniashvili_ladoo-225x150

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ლადო აღნიაშვილის დაბადებიდან – 150, ქართული ხოროს დაარსების – 125 და იოსებ რატილის დაბადებიდან 170–ე წლისთავს ეძღვნება.

ნაშრომში ასახულია ლადო აღნიაშვილის, როგორც პირველი „ქართული ხოროს“ დამაარსებლის, გამოჩენილი პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, ლინგოვდიდაქტიკოსის, ლექსიკოგრაფის, ფოლკლორისტის, ეთნოგრაფის და პუბლიცისტის ცხოვრება და მოღვაწეობა.

წიგნი გამომცემლობა „საქართველოს მაცნეს” მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა.

 

2. ენათმეცნიერების ინსტიტუტში ქართული ენის დღის აღსანიშნავად ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

14 აპრილს, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში ქართული ენის დღის აღსანიშნავად ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი მეორე ტომისა და ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონის მეორე ნაკვეთის პრეზენტაცია გაიმართა.

,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” რვატომეულის ახალი რედაქციის მეორე ტომი ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მომზადდა და გამოიცა. ახალი რედაქციის მთავარი რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ავთანდილ არაბული. ლექსიკონი შეივსო უახლესი ტერმინოლოგიით. დაზუსტდა და შეივსო განმარტებები და ზედმიწევნით აისახა სიტყვის მნიშვნელობათა ცვლილებები.

ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი ინსტიტუტის ქართული ენის მეტყველების კულტურის განყოფილებაში მომზადდა. მისი მთავარი რედაქტორი პროფესორი თამარ ვაშაკიძეა. ლექსიკონის ეს გამოცემა ითვალისწინებს თანამედროვე პრესაში დადასტურებულ და გავრცელებულ ენობრივ შეცდომებს. ლექსიკონს ახლავს ორი დანართი, ხმოვნებზე ფუძედამთავრებული საკუთარი სახელების მართლწერა და პუნქტუაციის წესები.

როგორ ჟურნალისტის ორთოგრაფიულ- სტილისტური ლექსიკონის გამომცემლები აცხადებენ ლექსიკონი განკუთვნილია არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, არამედ დიდ დახმარებას გაუწევს ქართული ენის მართლწერისა და სტილისტიკის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმდო ფონდის ორგანიზებით  ზაზა სიორიძის ავტორობით გამოცემული წიგნის ”ქველმოქმედება და ქართული მსოფლგაგება”  პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოვიდა და პირველ ტირაჟს მკითხველი უსასყიდლოდ მიიღებს.

როგორც წიგნის ავტორი  ზაზა სიორიძე აღნიშნავს, დღეს გაბატონებული საზოგადოებრივი შეხედულება, თითქოსდა სიკეთე და ქველმოქმედება მხოლოდ მდიდარ, შეძლებულ ადამიანთა დამახასიათებელია, მცდარია და ამ წიგნით სწორედ ამის დანახვება სურდა. ამასთან, სიორიძე ქველმოქმედების ტრადიციის განსავითარებლად შესაბამისი კანონმდებლობის მიღების ინიციატივით გამოდის.

”ქართული ქველმოქმედების ტრადიცია გადარჩება, თუკი საზოგადოება მის გადარჩენას შეეცდება. საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, მოქნილი საგადასახადო სისტემის შემოღება და საქველმოქმედო ფონდების წახალისება ქართული ბიზნესის მიერ”, – აღნიშნავს წიგნის ავტორი.

წიგნში ასახულია ქველმოქმედებისა და სიკეთისადმი XIX-XX საუკუნის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეთა დამოკიდებულება, თანამედროვე ქართველი ქველმოქმედების შესახებ. ასევე მოცემულია მასალები  უცხოელ ქველმოქმედთა შესახებ, ქართველი ებრაელებისა და სომეხთა გაღებულ კეთილშობილებაზე, რომლებმაც საქართველოსთან მიმართებაში განსაკუთრებული სიქველე გამოიჩინეს.

წიგნი "ქველმოქმედება და ქართული მსოფლგაგება”, სულ 500 ეგზემპლარად გამოიცა. განმეორებითი გამოცემის შემთხვევაში, წიგნი გაიყიდება და შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.


 ელვა.ჯი – პრესის გავრცელების სააგენტო