Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო -

sisauris%20ambavi_17.04

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა დაიწყო.

2011 წლის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები 4 დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას. ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის გუნდებს წელს პირველად ბიოლოგიის ნაკრებიც შეუერთდება. შესარჩევი წერითი ტურები სამ დისციპლინაში ქ. თბილისის №51-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის წერას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დააკვირდნენ.

შესარჩევ ტურებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული 50-მდე VIII-XII კლასის მოსწავლე მონაწილეობს. მათ შორის 2010 წლის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი ცოტნე ტაბიძე. წერითი ტურების შემდეგ შეირჩევიან ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტი მოსწავლეები, რომლებიც ერთთვიან სპეციალურ მომზადებას თბილისსა და ბაკურიანში გაივლიან.   საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სახელით სულ 19 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ისინი მიმდინარე წლის ივლისში ტაილანდში, ტაივანსა და ნიდერლანდებში გაემგზავრებიან. 

საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების მომზადება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით მესამე წელია მიმდინარეობს. 


 [სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]