Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ბიბლიოთეკის ახალი შენაძენი – აღმოსავლეთის მართლმადიდებლობის ენციკლოპედია

აღდგომის წინა დღეებში ჩვენმა ბიბლიოთეკამ საჩუქარი გაუკეთა მკითხველებს: მათი თხოვნით შეძენილ იქნა ძალზე საინტერესო ახალი უცხოური გამოცემები (ხელოვნებათმცოდნეობა, ფიზიკა, ოპტიკა).

განსაკუთრებულად გამოვყოფთ უახლეს გამოცემას:

41SfKBkY18L._SS500_

აღმოსავლეთის მართლმადიდებლობის ენციკლოპედია
/ ჯონ ენტონი მკგაკინი (რედაქტორი)
ორ ტომად
The Encyclopedia of Eastern Orthodox Christianity
John Anthony McGuckin (Editor)

"ეს არის მონუმენტური ენციკლოპედია, როგორც მოცულობით, ისე სიღრმით. დარწმუნებული ვარ, რომ იგი გახდება სტანდარტული სამეცნიერო ცნობარი მომავალი თაობებისათვის".
- დოქტორი ჯონ ბერი (Dr. John Behr), წმინდა ვლადიმერის სახელობის მართლმადიდებელი სასულიერო სემინარია
 
გამოცემის მიმოხილვა ამაზონ.კომ-იდან

აღმოსავლეთის მართლმადიდებლობის ენციკლოპედიის ორტომეული წარმოადგენს დღეისათვის  ინგლისურ ენაზე არსებულ ყველაზე სრულყოფილ გზამკვლევს მართლმადიდებელი ქრისტიანობის კულტურულსა და ინტელექტუალურ სამყაროში.
მასში შესულია, როგორც ესეს სიგრძისა, ასევე მოკლე ცნობები, რომლებიც დაწერილია რელიგიის წამყვანი ექსპერტების ჯგუფის მიერ. 
ეს არის განსაკუთრებული საცნობარო გამოცემა, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ მართლმადიდებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული, ლიტურგიკული, დოქტრინალური თავისებურებების პირველ ინგლისურ მრავალტომეულ ანგარიშს, მათ შორის არა-ქალკედონური ეკლესიებისაც.

იგი მოიცავს აღმოსავლეთ მართლმადიდებლობის ძირითადი ტრადიციების დეტალურ კვლევებს, მათ შორის, სომხურ, ბიზანტიურ, კოპტურ, ეთიოპურ, სლავურ, რუმინულ, სირიულ და სხვა ეკლესიებს.

იგი უნიკალურია თავისი ყოვლისმომცველობით, მისი რედაქტორი ერთერთი წამყვანი მეცნიერია ამ სფეროში, მასში მოცემულია ავტორიტეტული მაგრამ გასაგები ცნობები, რომლებიც მომზადებულია საუკეთესო საერთაშორისო მეცნიერებისა და მართლმადიდებელი სასულიერო მოღვაწეების მიერ.
 
ენციკლოპედია მოიცავს ფართო პერიოდს – გვიანი ანტიკური ხანიდან დღემდე და მრავალფეროვან თემატიკას, მათ შორის: ისტორიას, ღვთისმეტყველებას, ღვთისმსახურებას, ბერმონაზვნობას, საკრამენტოლოგიას, საღვთო სჯულს, ფილოსოფიას, ხალხურ კულტურას, არქიტექტურას, არქეოლოგიას, მარტიროლოგიას, ჰაგიოგრაფიას,  ამასთან ერთად ძალიან ვრცლად და დაწვრილებით წმინდანთა ცხოვრებას.
ენციკლოპედიის სტრუქტურა ანბანურია, საგნობრივი ჯვარედინი ინდექსირებით. სტატიების მოცულობა 100-დან 6000 სიტყვამდეა.

უკანა ყდიდან
მართლმადიდებელი ეკლესიები უძველესი ქრისტიანობის დიდი ოჯახია, რომელიც მომდინარეობს სამოციქულო დროიდან და დღევანდელი ფორმით უმეტესწილად ბიზანტიის ეპოქაში დამკვიდრდა. დღეს იგი კვლავ აღზევდა, თაობების განმავლობაში ჩახშობისა და სახელმწიფო დევნის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში, და ახლა უფრო მეტად ვრცელდება დასავლეთ ევროპაშიც. მათი ხმა წარმოადგენს მსოფლიოს ქრისტიანობის უმსხვილეს ბლოკს თანამედროვე რომაული კათოლიკური ეკლესიის შემდეგ, მაგრამ ეს ხმა, ჯერჯერობით, ძალიან სუსტია დასავლეთში.

სასარგებლო ილუსტრაციებთან ერთად ენციკლოპედია მოიცავს ვრცელ დანართს, რომელშიც მოყვანილია დოკუმენტები – მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების  საფუძვლები  (ნიკეის, კონსტანტინოპოლის,  ქალკედონური და სხვა კრებების გადაწყვეტილებები).

ეს ფასდაუდებელი ახალი შრომა გამიზნულია, როგორც აკადემიური, ასევე საეკლესიო ჯგუფებისათვის და წარმოადგენს ძირითად რესურსს აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს ღრმა შესწავლის მსურველისათვის.


ავტორის შესახებ
ჯონ ენტონი მკგაკინი (John Anthony McGuckin) არის ეკლესიის ადრეული ისტორიის პროფესორი აშშ-ს სასულიერო სემინარიაში და ბიზანტიის ქრისტიანული კვლევის პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ იორკში,  ამერიკაში რუმინული მართლმადიდებელი ეკლესიის სქიმოსანი ბერი. პროფესორი მკგაკინი ოცზე მეტი წიგნის ავტორია რელიგიურ და ისტორიულ თემებზე, მათ შორის მართლმადიდებელ ეკლესიაზე. იგი ერთ-ერთ წამყვან თანამედროვე ექსპერტად ითვლება ადრეული ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის ტრადიციების სფეროში.

ბიბლიოგრაფიული ცნობები

მაგარი ყდა, 872 გვ. 
გამომცემელი: Wiley-Blackwell (2011)
ინგლისურ ენაზე
ISBN-10: 1405185392
ISBN-13: 978-1405185394
ზომები: 26,4 x 20 x 7,45 სმ