ორმაგი სპირალის დნმ-ისაგან შექმნილი მოცულობითი ფორმები
DNA Sphere from Biodesign Institute at ASU on Vimeo.
აშშ-ში არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს სამგანზომილებიანი (3D) მიკროსკოპული სტრუქტურების მოდელირების მეთოდი დნმ-ის თვისებების გამოყენებით. მართლაც, დნმ-ის სპირალში სტაბილური სტრუქტურის შესაქმნელად აზოტოვანი ფუძეები სპეციფიური სახით წყვილდება: A – T-სთან, C კი - G-სთან. მკვლევარებმა გამოიყენეს მათი ეს უნარი, რათა კონკრეტული რგოლები დაეკავშირებინათ ერთმანეთთან და შეექმნათ სხვადასხვაგვარი ფორმები: სფეროები, ფუნჩულა თუ ფლაკონი. ამ „დნმ-ორიგამის“ შეიძლება ქონდეს უამრავი გამოყენება სრულიად სხვადასხვა სფეროში (ელექტრო თუ სამედიცინო აპარატების შექმნა).
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
http://www.maxisciences.com/adn/des-formes-3d-construites-a-partir-d-039-adn-double-helice_art14103.html- Login to post comments