Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

კონცერტი და პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში

 

 

28 აპრილს 18 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება პიანისტ დაჩი თაქთაქიშვილის წიგნის - ”პიანისტური ხელოვნების დიდოსტატები: იოზეფ ჰოფმანი და ფერუჩო ბუზონი” -  პრეზენტაცია. ასევე გაიმართება ინგლისელი კომპოზიტორის ლიდია ვესტისა და პიანისტ ნათია ბერაიას კომპაქტ დისკის პრეზენტაცია.
 
ინგლისელი კომპოზიტორი ლიდია ვესტი 1996 წლიდან თბილისის ბაირონის სკოლაში ასწავლის ინგლისური ენას. 2008 წელს ლიდია ვესტის ინგლისურენოვანი ტექსტის მიხედვითა და საკონცერტო შესრულებით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა ოპერა ”დემონი”.
 
დაჩი თაქთაქიშვილი ასწავლის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო სემინარაში. იგი ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის კონკურსის ლაურეატი და პრიზიორია.

პიანისტი ნათია ბერაია კი წლების განმავლობაში მუსიკალურად აფორმებდა ბაირონის სკოლის ღონისძიებებს დაჩი თაქთაქიშვილთან ერთად. იგი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და პრიზიორია.