Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქართული კინო, დასაწყისიდან – დღემდე

5631579fb0e7

http://www.geocinema.ge/ge/

საიტზე სრულყოფილადაა მოცემული, ამოუწურავი და დაუსრულებელი მასალა ქართული კინოხელოვნების, ისტორიის, კინოწარმოების, კინოკავშირის წევრების, მსახიობების, რეჟისორების, პროდიუსერების და ა.შ. ნებისმიერი საკითხის შესახებ. ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები. პირველივე გვერდზე გამოტანილი მოკლე ისტორიული რაკურსიდან ვიგებთ 1900 წელს „ჯონ მორისის“ ფსევდონიმით ქართველი მოგზაურის პირველი მნიშვნელოვანი გადაღებების შესახებ, ლუმიერების სისტემის საპროექციო აპარატით; შემდეგ მოგვიანებით გოლოვინის პროსპექტზე გახსნილ კინოსტაციონარ „ილუზიონი“-ს შესახებ; ამას მოსდევს ცნობა 1912 წელს  ვასილ ამაშუკელის პირველი სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“; აქვეა ცნობაც ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე პირველად ნაჩვენები ქართული ფილმების შესახებ.

ეს არის 100 წლის მანძილზე ქართველი კინემატოგრაფისტთა მიერ შექმნილი ფილმოგრაფია, რომელშიც გამოყენებულია ქართული კინოს შესახებ დღემდე გამოცემული თითქმის ყველა ლიტერატურა, ბეჭდვითი, საარქივო, ინტერნეტში არსებული და სხვ. მასალები. დღესდღეობით ბაზაში ჩატვირთულია 1496 ფილმი, აქედან 1023 მხატვრული. ფილმების მოძიება გრძელდება და მიმდინარე 2011 წელს უკვე დამატებულა მასალა 52 ფილმის შესახებ. (ფილმები ატვირთულია HTML, CSS, JavaSQL, MacroMedia Flash ფორმატით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადვილად ჩამოტვირთოს არსებული ფაილები).

საიტზე შესაძლებელია ანბანურად მოიძიოთ მასალა ფილმების, რეჟისორების, სცენარისტების, პროდიუსერების, ოპერატორების, მხატვრების, ანიმატორების, კომპოზიტორების, ხმის ოპერატორების, მონტაჟიორებისა და მსახიობების შესახებ.

ყურადღებას იპყრობს პირველივე გვერდზე გამოტანილი დაბადების დღის ბლოკი, სადაც მოცემულია მიმდინარე დღის კინემატოგრაფიაში მოღვაწე ცნობილი იუბილარის ბიოგრაფიული მონაცემები.
მარჯვენა ბლოკებში კი წარმოდგენილია „პოპულარული“ და „ბოლოს დამატებული“ ფილმები.   
ყველაზე მეტ ხიბლს კი საიტს სძენს ვიდეო-პროექტი „საუკუნის ავტოგრაფი“ სადაც ატვირთულია მოკლე მონტაჟი კინემატოგრაფიის ნებისმიერ ჟანრში მოღვაწე ჩვენი დროის მნიშვნელოვანი გმირებისა. ესაა „ქართული ჰოლივუდური“ პროდუქტი წითელ ხალიჩაზე სიარულით და საუკუნის ფორმატზე წაწერილი მათივე ავტოგრაფებით. აქ თქვენ იხილავთ კინემატოგრაფიის დამსახურებულ ვარსკვლავებს.

    საიტზე გამოვყოფდით შემდეგ მნიშვნელოვან ბლოგებს:
კინოკავშირის წევრები“ (ჩამოთვლილია საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრები 1965 წ.-დან – დაარსებიდან დღემდე, აქვეა მოცემული ბიბლიოგრაფიული, დოკუმენტური ჩანაწერები რამოდენიმე მათგანზე);
კინოს ისტორია“ (წარმოდგენილია ქართული კინოს ისტორიის ვრცელი მიმოხილვა, ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფიის პრეზენტაციით http://www.geocinema.ge/ge/p_dvd.php?id0=filmografia);
 „კინოწარმოება“ (მოცემულია კონკრეტულ კინოსტუდიების, კინომწარმოებელთა და საპროდიუსერო კომპანიათა მიერ შექმნილი ფილმები მისივე აღწერილობით).
ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „ბმულების“ ბლოგიც (წარმოგვიდგენს ლინკებს კინემატოგრაფიის შესახებ შექმნილი საინტერესო გვერდებიდან, და ასევე სპეციალურად ემიგრანტებისათვის შექმნილი საინტერესო საიტებიდან).

საიტი ორენოვანია და მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე, თუმცა უცხოური ვერსია არ არის სრულყოფილი სახით წარმოდგენილი. აქვე გამცნობთ იმასაც, რომ ფილმების მხოლოდ მცირე ნაწილია ატვირთული და მიმდინარეობს მათი შევსება.