Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გიზო ვაშაკიძის ფერწერა

gizo vashakidze

ეროვნული სამეცნირო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში კავშირ – პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“ მუდმივმოქმედი „ლიტერატურული სემინარების“ ფარგლებში გიზო ვაშაკიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიხსნა. გამოფენაზე მხატვრის ბოლო 4 თვეში შექმნილი 36 ტილოა წარმოდგენილი, რომელთა შორის არის, აკვრელით, გუაშით და ზეთით შესრულებული პეიზაჟები, ნატურმორტი და პორტრეტები. გიზო ვაშაკიძის ეს პირველი პერსონალური გამოფენაა.

გიზო ვაშაკიძე პროფესიით გეოგრაფია. მიღებული აქვს გეოგრაფიის დოქტორის წოდება. არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. ხატვა 18 წლიდან დაიწყო. მისი ნამუშევრები ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნების პირად კოლექციებში ინახება.

„პერსონალური გამოფენა არასდროს არ მქონია. მხოლოდ ბავშვობაში ჯგუფურ გამოფენებში მივიღე მონაწილეობა. ორი თვის წინ სამსახური დავკარგე, და  შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევას უნდა ვუმადლოდე გამოფენის მოწყობას. გარდა ამისა, მას შემდეგ ინტენსიურად დავიწყე ხატვა და დარჩენილ ცხოვრებას სწორედ მას მივუძღვნი. ჩემთვის იგი ძალიან თავისუფალი და კარგი პროფესიაა.

მთავარია დრო მქონდეს, ყოველთვის მაქვს თემა რაზეც უნდა ვხატო. როცა ვხატავ ბედნიერი ვარ. საერთოდ, ჩვენთან ნამუშევრების გაყიდვა, დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბოლო ორი თვე ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა,  ვნახოთ ახლა რა იქნება. მართალია, ბევრ ნამუშევარზე გული მწყდება, როცა იყიდება, მაგრამ ეს აუცილებელია, რომ მხატვარმა იარსებო და იმუშაო.“ – ამბობს გიზო ვაშაკიძე.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან ერთად, ორ კვირაში ერთხელ ლიტერატურულ შეხვედრებს ვმართავთ. გადავწყვიტეთ, ჩვენი შეხვედრები თემატურად გაფართოვდეს  და ხელოვნების სხვადსხვა დარგის წარმომადგენლები მოვიწვიოთ. დღეს, საზოგადოებას გიზო ვაშაკიძის ნამუშევრები წარმოვუდგინეთ. მე ვფიქრობ, რომ მას საინტერესო ნამუშევრები აქვს. მე მათ რომანტიკულს ვუწოდებდი, რადგან მათში  ნაცრისფერი ჭარბობს, რომელიც ირაციონალური ფერია. ვთვლი, რომ ამ მხატვარს საინტერესო ხელწერა და ხედვა აქვს.“ – ამბობს  კავშირ – პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“ ხელმძღვანელი მიხეილ ღანიშაშვილი.

გიზო ვაშაკიძის ჩანაწერების წიგნში ვკითხულობთ:

„ბატონო გიზო, გილოცავთ და დიდი მადლობა ასეთი სილამაზის წარმოჩენისთვის!“

„მოვიხიბლე, ორიგინალური ხელწერით, სიღრმით... ჭეშმარიტად გამორჩეული ფერმწერი ბრძანდებით. მადლობა და მოწიწება ჩემგან...“

გამოფენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 12 მაისამდე გაგრძელდება.