Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სამი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

589ac8fd10ea

11 მაისს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ბიბლიოთეკარების გულნარა სტურუას, ალექსანდრე ლორიას და გურამ თაყნიაშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა, რომლებიც 1999 წლიდან საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის დამფუძნებლები და დღემდე მისი გამგეობის წევრები არიან, ალექსანდრე ლორია კი ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკის“ რედაქტორია.

გულნარა სტურუას წიგნი „პუბლიცისტიკა – მოთხრობები, ესეები, ნარკვევები, პოლემიკა“ ეს არის, აქტიური ქალბატონის, დედის, ბიბლიოთეკარის ცხოვრება და შემოქმედება, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას უკავშირდება. საერთოდ გულნარა სტურუას ცხოვრება და შემოქმედება სისხლხორცეულად არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის კატაკლიზმებით აღსავსე ბატალიებთან. მის მიერ დღემდე შექმნილი მოთხრობები, ნარკვევები, პორტრეტები, პოლემიკური წერილები განსჯაა, ფიქრია და ბრძოლა იმ საჭირბოროტო პრობლემებთან, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, ფასეულობებს, ადამიანურ ურთიერთობებს. საინტერესო მხატვრული ხედვა, ლაკონური აზროვნება, მაღალი მოქალაქეობრივი კულტურით არის გამსჭვალული.

წინამდებარე წიგნი „პუბლიცისტიკა – მოთხრობები, ესეები, ნარკვევები, პოლემიკა“ ფრიად ყურადსაღები საჩუქარია მკითხველთათვის, რადგანაც ავტორისეული ტკივილნარევი წესის მანერით დაღდასმული სტრიქონები, დღევანდელ გაუცხოებაშემოპარული ყოფიერების ფონზე, სწორედ მკითხველთა გულის კარნახითა და სიყვარულით არის ნასაზრდოები.

გულნარა სტურუამ საბიბლიოთეკო დარგში მოღვაწეობა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში სამტრედიის ერთ–ერთი სოფლის ბიბლიოთეკის გამგეობით დაიწყო. თუმცა მას შემდეგ არაერთ მნიშვნელოვან ადგილზე მუშაობდა და უყურადღებოდ არ ტოვებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. იგი დღესაც აქტიურ პროფესიულ და შემოქმედებით საქმიანობას აგრძელებს, რაზედაც მეტყველებს მისი 150–მდე ნაშრომი. იგი აგრეთვე ავტორია ლექსების კრებულის „ჩემი ბილიკი“. გულნარა სტურუა ადამიანებში აფასებს ზნეობას, ურთიერთობის კულტურას, ერთგულებას. მისი ჰობია ქველმოქმედება, კითხვა, მოგზაურობა. დაჯილდოებულია შრომის საპატიო სიგელებით. 1998 წლიდან ღირსების მედლის კავალერია.

ალექსანდრე ლორიას წიგნი „სიზმარეული ხილვები“ მხატვრულად ასახავს მძიმე სულიერ ტრამვით შეპყრობილი ადამიანის ცხოვრებას, რომელიც თვითონ ჰყვება ამბავს თავის თავზე და ავადმყოფური ხედვით აფასებს მას. მის ცხოვრებაში არის ნათელი, მზიანი დღეები და პირქუში ცხოვრებისეული მოვლენები. მთავარი გმირი არც მებრძოლი და არც აქტიური მოღვაწეა, ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვერ ახერხებს დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ცხოვრებას. ყველა ნაბიჯზე უსულგულობასა და განუკითხაობას აწყდება, რისი მსხვერპლიც ხდება საბოლოოდ.

ავტორი გვამცნობს, რომ ეს ნაწარმოებები დიდი ხნის წინათ შეიქმნა, და მასში ყველა მოცემული ფაქტი სინამდვილიდან არის აღებული, ერთ სიუჟეტად შეკრული, და ავტორის ფანტაზიით გაჯერებული.

გურამ თაყნიაშვილის წიგნი „განწმენდისკენ, განწმენდისკენ“, ავტორი ცდილობს „მხატვრული სიტყვით ანუგეშოს სუსტი, მიუსაფარი, ობოლი, ღარიბი, უმწეო ბედისგან დაჩაგრული, ღვთის კალთას შეფარებული ცოცხალი არსებანი...“

გულნარა სტურუას, ალექსანდრე ლორიას და გურამ თაყნიაშვილის მოწვეული სტუმრები მიესალმნენ, რომელთა შორის იყვნენ: ნოდარ ტაბიძე, ქალთა საზოგადოების წარმომადგენელი დარეჯან კაციტაძე, მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლები მანონი ხორავა, ცისანა ქოჩეჩაშვილი, სტუმრები ხარაგაულიდან – ბიბლიოთეკარი, მსახიობი, მხატვარი, პოეტი იზა ვეფხვაძე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომელი ნანა ბაღათურია, რუსთავიდან პოეტი და ბიბლიოთეკარი ცირა გულაშვილი და სხვები.

სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიის თანამშრომელმა ნუნუ აბუაშვილმა აკადემიურად განიხილა გურამ თაყნიაშვილის წიგნი და საზოგადოებას ამცნო, რომ გამოსაცემად მზადდება, გურამ თაყნიაშვილის ბიო–ბიბლიოგრაფია.

აქვე გაცნობებთ, რომ ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გულნარა სტურუას და ინგა ფილიაურ–ლორიას საპატიო ბიბლიოთეკარების წოდება მიანიჭა.