იაპონია: ჰამოაკას ბირთვული სადგური გაჩერებულია

ჰამაოკას (Hamaoka) ბირთვული სადგურის ოპერატორმა შაბათს მთავრობის მოთხოვნით შეაჩერა ამ ობიექტის მუშაობა, რომელიც იაპონიის სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს, განაცხადა კომპანიამ.
მე-5 რეაქტორი შეჩერებულ იქნა შაბათს 13 სთ-ზე, განაცხადა Chubu Electric Power Co.-ს სპიკერმა ჰიროაკი ოობაიაშიმ (Hiroaki Oobayashi). მე-4 რეაქტორი კი პარასკევს გააჩერეს.
მე-3 რეაქტორი უკვე შეჩერებულია შესამოწმებლად, ხოლო ამ ხუთრეაქტორიანი სადგურის 1 და 2 ერთეულები საბოლოოდ 2009 წელს გაჩერდნენ.
„ჩვენ ვაპირებთ დილითვე შევწყვიტოთ ელექტროენერგიის გამომუშავება“ განმარტა კაზუჰაიდ ენოომ (Kazuhide Enoo), სადგურის პასუხისმგებელმა პირმა.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
- Login to post comments