Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მე, თავად მე და ისინი

მოქალაქეების მხრიდან – დაწყებული ძირძველი ადგილობრივი მოსახლეობით, დამთავრებული ახლადდამკვიდრებული ემიგრანტებით – მთავრობები აწყდებიან რთულ მოთხოვნებს ვალდებებისგან კოლექტიური გათავისუფლებისა და გარკვეული უფლებების კოლექტიურ მინიჭებასთან დაკავშირებით.

როდესაც მოქალაქეთა ერთი კატეგორია პრივილეგირებული უფლებებით სარგებლობს, ირღვევა თუ არა სხვების უფლებები? კანადელი მეთევზე, ფილ ეიდსვიკი, ფიქრობს, რომ პასუხი ამ კითხვაზე დადებითია. იგი იმედოვნებს, რომ მისი ქვეყნის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი, სტივენ ჰარპერი, გაიხსენებს ხუთი წლის წინანდელ დაპირებებს, რომ შეეწინააღმდეგებოდა „რასისტული თვალსაზრისით დაყოფილ მეთევზეთა პროგრამებს“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ მიანიჭებდა განსაკუთრებულ უფლებებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფებს.

მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ აღშფოთებას, რაც მისტერ ჰარპერის კომენტარს მოჰყვა, კერძოდ, ის დაადანაშაულეს „თეთრი ნატივიზმის“ გაღვივებაში, იგი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ საქმეს. იურიდიული ცვლილებები კი უკვე მიმდინარეობს ადგილობრივ მეთევზეთა უფლებების გასაფართოვებლად. ამჟამად, კანადა განამტკიცებს აბორიგენი ჯგუფების უფლებებს და ცდილობს ჩააბას ისინი ტრადიციული თევზაობის საქმიანობაში. ამიტომ, მარეგულირებლები ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფებს ხშირად რთავენ თევზაობის უფლებას შეზღუდული დროით იქამდეც, სანამ კომერციული მიზნით თევზაობის პერიოდი დაიწყება.

ვრცლად (ინგლ.): The Economist