Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

”ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი” გამარჯვებულები დააჯილდოვეს

”ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი” გამარჯვებულები დააჯილდოვეს -
koka%20ajildovebs_20.05
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა  მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა პროფესიულ განათლებაზე გამართული ფოტოკონკურსის ”ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი” მონაწილეები დააჯილდოვეს.

საუკეთესო ოცეულში მოხვედრისათვის კონკურსანტებს სერტიფიკატები დაურიგდათ. პირველი სამი ადგილის მფლობელებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ:
•    პირველი ადგილი-iPod nano
•    მეორე ადგილი-ნახევარი წელი უფასო ინტერნეტი
•    მესამე ადგილი-100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი წიგნების შესაძლენად

კონკურსი პროფესიულ განათლებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და GIZ-ს ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსანტებს ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადა 1 მაისს ჰქონდათ. ფოტოები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის ერთ-ერთი წევრი მსახიობი დუტა სხირტლაძე იყო. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეეძლოთ.

 საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოვება თბილისში გემანიის დღეების ფარგლებში ჩატარდა.
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]