Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დედიკო, მოშორდი Facebook-ს!

logo_blk ნინო ნატროშვილის ბლოგი

facebook and baby

„არ უყურო მაგას! მე მიყურე!",- ყვირის 4 წლის თემიკო, რომლის დედაც უკვე რამდენი ხანია კომპიუტერთან ზის და ზის... ბავშვს უნდა, რომ დედამ წიგნი წაუკითხოს თეონა კი უკვე მერამდენედ იმეორებს: "ერთი წამით, მოვდივარ..." „კომპიუტერი ცუდია, დაკეცე ! ",- ჩხუბობს პატარა.

Facebook-ის, დედებისა და ბავშვების სამკუთხედით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ინტერნეტში, დედებისთვის განკუთვნილ საიტზე ერთი ვიდეო აღმოვაჩინე. ბავშვები დედების ყურადღებას ითხოვენ, ისინი კი კომპიუტერებთან სხედან და ერთნაირი ჟესტიკულაციით მათ მხოლოდ გაჩერებას სთხოვენ. რგოლმა სპეციალური აქციის The Log Off-ის ვებ-გვერდზე გადამიყვანა. საიტი მოკრძალებულია და მხოლოდ ერთ შეტყობინებას მოიცავს: „გმადლობთ, რომ ეწვიეთ TheLogOff.org-ს. სამომავლოდ თქვენი კომპიუტერი ცოტა ხნით მაინც უნდა გამორთოთ, ახლა კი მოუსვით აქედან!".

Facebook-ს სულ უფრო დიდ დროს უთმობენ. 2010 წლის ბოლოს სოციალურ ქსელში გატარებული დროის ხანგრძლივობა 49,3 მილიონი წუთი იყო - 79%-ით მეტი, ვიდრე 2009 წელს. მე შვილი ჯერ არ მყავს, ამიტომ ქართველი ბავშვების დამოკიდებულება Facebook -თან ნაცნობ-მეგობრებში გავიკითხე. აღმოჩნდა, რომ „დედას კომპიუტერთან" ყველა მათგანი აპროტესტებს. 4 წლის საბა ყველაზე მეტად მაშინაა უკმაყოფილო, როცა დედას Facebook -ზე ხედავს. არც ის მოსწონს მაია ვიღაცეების ფოტოებს რომ ათვალიერებს ან მეგობრებს წერს. „გამორთე რა, გასაფერადებელი ჩამირთე და ერთად გავაფერადოთ, სულ ამას მეუბნება. მეც ვემორჩილები...ვთიშავ Facebook-ს და მულტფილმების გმირების გაფერდებას ვიწყებ, თავისუფლად მხოლოდ მაშინ შევდივარ, როცა ვაძინებ",-ამბობს საბას დედა მაია....

სრულად: http://liberali.ge/nino-natroshvili/dediko-moshordi