2010 წლის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსის შედეგები
2010-06-10 2010 წლის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსის შედეგები - ვრცლად
2010 წლის 5 აპრილს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის გრანტების კონკურსი. კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზება, არსებულ საზაფხულო სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქართული კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტთა და მეცნიერთა მოზიდვა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 9 პროექტმა. შემოსული პროექტები შეაფასა საკონკურსო კომისიამ, შედეგები დაამტკიცა ფონდის სამეცნიერო საბჭომ.
რუსთაველის ფონდის დაფინანსება მიიღო პროექტმა: - „საქართველოს კვლევები“, სამეცნიერო ხელმძღვანელი ქეთევან გურჩიანი, ორგანიზაცია - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments