Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ორჰან ფამუქი – “მე წითელი მქვია”

ორჰან ფამუქი – “მე წითელი მქვია” -

უელბეკისა და ბეგბედერის გათახსირებული თანამედროვე დასავლეთიდან  ფამუქის შუა საუკუნეების აღმოსავლეთში გადმონაცვლება გადმოხტომა უფროა. რომელი პრობლემაა მეტად მნიშვნელოვანი  რას გაიგებ –  ნარკოტიკებითა და ბევრი ფულით ტვინარეული ფრანგი თუ ნეოფობიით შეპყრობილი თურქი.

ფამუქს, ისევე როგორც “თეთრ ციხეისმაგრეში”, აქაც ბოლო პრობლემა აწუხებს, თუმცა “მე წითელი მქვია” გადმოცემის ფორმით ბევრად მრავალფეროვანია, უფრო კარგად იკითხება და შესაბამისად ამ საკითხსაც უფრო ღრმად აანალიზებ.

ნაწარმოებში რამდენიმე გმირია და სიუჟეტი თითოეულის მონათხრობით ვითარდება. წერის ეს ფორმა სხვა ავტორების ნაწარმოებში შემხვედრია და მაშინაც ვფიქრობდი, რომ ემოციების გადმოსაცემად და იმ სიტუაციის უკეთესად დასანახად ერთერთი კარგი საშუალებაა. ფამუქი მაინც განსხვავებულია, თითოეული თავში მხოლოდ საკუთარი სახელის შეცვლა, ადამიანების გარდა სხვა ნივთებისა თუ არსებების ამეტყველება, დამატებით აცოცხლებს ამბავს.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის პრობლემა ამჯერად ნახატებშია გადმოცემული, იქაური მხატვრების ნაწილი ალაჰის შეურაცხყოფად მიიჩნევს ხატვისას ევროპული სტილის გამოყენებას, თავად მხატვრის ინდივიდუალურ ხელწერას ეწინააღმდეგებიან. საკუთარი პიროვნების განდიდების სურვილად აღიქვამენ თუ ვინმეს სხვებისგან გამორჩეული ნახატები აქვს.

“ევროპოელები კაცს ისე კი არ ხატავენ, როგორც მათი გონება ხედავს, არამედ  ისე, როგორც მათ თვალს ეჩვენება. დადგება დრო, როცა ყველა ასე დახატავს, როცა სიტყვა “ნახატის” ხსენებაზე მთელი ქვეყნიერება იმას წარმოეიდგენს, რასაც ისინი აკთებენ. ჩვენშიც ერთი უბადრუკი თერძი, რომელსაც მხატვრობისა არაფერი გაეგება, მოინდონებს, რომ უბრალო მოკვდავი კი არ ჩანდეს, არამედ გამორჩეული პიროვნება და ეს მისი ცხვირის ნაოჭების შემხედვრაემ უნდა დაიჯერო.”

ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას ორი ადამიანის მკვლელობა მოყვება. მკვლელის ვინაობა კვანძის გახსნმდე უცნობია, ამიტომ იქამდე ტვინს აწვალებ და შენ ვარაუდებს ისე აყალიბებ, როგორც დეტექტივის კითხვისას, პარალელურად ყარასა და შექურეს რომანის გულშემატკივრობას იწყებ. თუმცა, ბოლოს მაინც დასავლეთისა და აღმოსავლეთის წყალგამყოფთან ბრუნდები.

“-აღმოსავლეთიც ალაჰისაა და დასავლეთიც.

-მაგრამ აღმოსავლეთი აღმოსავლეთშია, დასავლეთი დასავლეთში.

- მხატვარი არ უნდა გაყოყოჩდეს, არ უნდა ფიქრობდეს, აღმოსავლეთსა და დასავლეთზე , მარტო ისე უნდა ხატავდეს, როგორც გულიდან მოდის!”

პრინციპში ამ ბოლო ფრაზით შეგიძლია დაასრულო კითხვა. მუსულმანური რელიგია სიახლეებთან შეგუებას უფრო ართულებს, იაქური საზოგადოება ჩაკეტილია, ამიტომ უჭირთ ყოველგვარი ნოვაციის მიღება, რაც აფერხებს განვითარებას. არ ვიცი, ჩვენთან მსგავსი პრობლემები რამდენად დგას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მენტალიტეტით აზიელები უფრო ვართ ვიდრე ევროპელები. ამაზე არ მიფიქრია. ჩვენთან ორი უკიდურესობაა, ხან გიჟებივით უპირობოდ ვიღებთ, ვეტმასნებით და ვედრებით  დასავლეთს, ხან კიდევ ისეთი აზიელები ვართ, მიმიქარავს ირანი და თურქეთი.  ევროპელებს  თავიანთი სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. ისე კიდევ არ ხდება, ყველასგან კარგი გადმოიღო.

ორჰან ფამუქი

ამ წიგნში ყველაზე მეტად ის თავი მომეწონა “მე სატანა მქვია”, რომ აწერია

“მე არც ქვეყნად არსებული  ბოროტებისა და ცოდვის სათავე ვარ. ადამიანები უჩემოდაც, ჩემი წაქეზების, შეცდენის გარეშეც ჩადიან ცოდვას თავიანთი სიხარბის, ჟინის, უნებისყოფობის, სიმდაბლისა თუ სისულელის გამო.” ეს სატანაც მართალია, რას ვერჩი.

კაპუშცინსკის, საიეშტადის, ფამუქის მერე აზიაზე არაფრის წაკითხვა აღარ მინდა ისე მთრგუნავს და სულ ერთი აზრი მიტრიალებს – იმის ნაცვლად, რომ რამე სასარგებლო, საინტერესო აკეთო და განვითარდე, დროს ხარჯავ ამდენ სისულელეზე და ვერც ხვდები რომ სისულელეა. წითელს რაც შეეხება, ამაზე ცალკე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.  ვისაც წაკითხული არ აქვს, მისთვის უინტერესო იქნება და იმიტომ.

პ.ს. ამ წიგნზე უფრო ემოციური მიმოხილვა თუ გინდათ, ფამუქომანის პოსტი უნდა წაიკითხოთ. [საიტიდან "მკითხველის ბლოგი]