Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მიხო მოსულიშვილის „ჩანაწერები ვაჟა-ფშაველაზე“

be858262db04

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, კავშირ - პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“, რომლის ხელმძღვანელიც მიხეილ ღანიშაშვილია, მუდმივმოქმედი „ლიტერატურული სემინარების“ ფარგლებში, მიხო მოსულიშვილის ახალი წიგნის „და უფსკრულს დასცქერს პირიმზე“ (ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე) წარდგინება გაიმართა.

წიგნი „და უფსკრულს დასცქერს პირიმზე“ (ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე) გამომცემლობა „პეგასმა“  „ილუსტრირებული ბიოგრაფიების“ სერიის ფარგლებში გამოსცა.

როგორც ცნობილია, 2011 წელი ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელია. 26 ივლისს მას დაბადებიდან 150 წელიწადი უსრულდება. საქართველოს გარდა ამ თარიღს იუნესკოც აღნიშნავს, რაც გაეროს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიის 72-ე რეზოლუციაშია დადასტურებული.

მიხო მოსულიშვილის ახალ წიგნში მხატვრული და დოკუმენტური ჩანაწერების სახით არის წარმოდგენილი ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია და იგი მწერლის ძნელ, მაგრამ ღირსეულად და პირნათლად გავლილ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ამ რომანიდან ვიგებთ, თუ რით ჰგვანან ვაჟა-ფშაველას: ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ლაოკოონი, ღვთაებრივი პოეტი ჰომეროსი თუ გენიალური იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი... ვიგებთ, თითქოსდა რა ადვილად შეიძლება მისი შედარება ამავე რანგის დიდ შემოქმედებთან: ოვიდიუსთან, გოეთესთან, შექსპირთან, ბერნსთან, მელვილთან თუ კიპლინგთან, მაგრამ დავინახავთ იმასაც, თუ როგორი თავისთავადი და თვითმყოფადი მოვლენაა ვაჟა-ფშაველა, რამდენად დიდია მისი მნიშვნელობა დღევანდელი, აღმოსავლურ-დასავლურ დაპირისპირებაში ჩართული კაცობრიობისთვის...

„წმინდა ვაჟა-ფშაველას შესახებ ყოველი ცდა, შრომა არის სანატრელი, იმიტომ, რომ იგი არის მსოფლიოს საკვირველება. კაცი, რომელიც შოთა რუსთაველს გაუტოლდა და გვაგონებს მწერვალს. ამოუწურავია ვაჟა-ფშაველას გენია, ის არის გენიოსთა გენიოსი...  ამიტომ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მიხო მოსულიშვილს ამ დიდი შრომისთვის, რომ მას სურს კიდევ უფრო მეტად გააცნოს მსოფლიოს ვაჟა. მისი ყველა ნაწარმოები არის ღვთისმეტყველებით და პატიოსნებით აღსავსე...“ - ამბობს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი.

„მართლაც სასიამოვნოა ის დღე, ის კვირა, როცა ვაჟაზე რაღაც ახალი შეიქმნება, მითუმეტეს, როცა ამას საქვეყნოდ ცნობილი უნიჭიერესი ხელოვანი აკეთებს. ეს ძალიან დიდი სიხარულია. წიგნი გარდა იმისა, რომ განსხვავდება სხვა გამოცემებისგან, მასში ჯანსაღი იუმორით არის გადმოცემული ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია. დიდ მადლობას ვეტყვი მიხო მოსულიშვილს.“ - ამბობს პროფესორი დავით წოწკოლაური.


განსაკუთრებით ემოციური იყო ქეთევან ბაგრატიონის და ინგლისელი არისტოკრატის – სტივენ ლოიდის ვაჟიშვილის გამოსვლა. უმცროსი სტივენ ლოიდი, ბრიტანული იერის მიუხედავად, გამართული ქართულით, გულწრფელად გვიამბობდა ჩვენი ქვეყნის სიყვარულზე. იგი აგრეთვე, კარგად იცნობდა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას.