Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

პირველი რეგიონული სამიტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და განათლების აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში დაიწყეს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. რიგით მეორე რეგიონალური აკადემიური სამიტი ჩატარდება 16 ივნისს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე  “დასაქმების შესაძლებლობა”. აკადემიურ სამიტს გახსნის თელავის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სულგულაძე და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე.აკადემიურ სამიტზე პრეზენტაციას გააკეთებენ პატრიკ იუნგი,  გერმანული ბიზნესს ასოციაციიდან და ანტუან ბაღდონი, საქართველოში ფრანგული ბიზნეს საბჭოდან. სამიტის შემდეგ 16-18 ივნისს იგივე თემაზე გაიმართა სემინარები, რომლებსაც ჩაატარებს რეიმსის უნივერსტეტში სამაგისტრო პროგრამის “ევროპული და საერთაშორისო სწავლებანი”-ს დირექტორი და საკანონმდებლო აქტების კომისიის პრეზიდენტი პროფესორი ტიერი კომი. მოწვეული ექსპერტი მონაწილეებს გააცნობს ფრანგულ გამოცდილებას აღნიშნულ თემატიკაზე.30-ზე მეტი წარმომადგენელი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებიდან არის დარეგისტრირებული ზემოთ აღნიშნულ სემინარებზე დასასწრებად.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]