Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მონიტორინგი, რომელიც ადასტურებს ქალაქის სტრესს დამმტვერავი მწერების მიმართ

article_insecte-pollinistaeur

ბზუილა კრაზანა

დამმტვერავი მწერები სიცოცხლის წყაროა? დღესდღეობით ჩვენი საკვების 35% მწერების მიერ დამტვერილ მცენარეებზეა დამოკიდებული. მაგრამ სოფლის მეურნეობის, ურბანიზაციის, კლიმატური ცვლილებების ინტენსიფიკაცია არღვევს დამმტვერავი მწერების პოპულაციებს (ძირითადად ფუტკრების, მაგრამ არც კრაზანები და პეპლებია ნაკლებად მნიშვნელოვანი). ამ ფენომენის საფრანგეთის ტერიტორიაზე განსასაზღვრად საფრანგეთის საბუნებისმეტყველო ისტორიის ეროვნულმა მუზეუმმა უკვე ერთი წელია, დააფუძნა პროექტი Spipoll-ი (Suivi photographique des insectes pollinisateurs – დამმტვერავი მწერების ფოტოგრაფიული მონიტორინგი). ეს მონიტორინგი ყველა იმ პიროვნებისათვისაა ღია, ვინც ფოტოაპარატითაა შეიარაღებული და მზადაა, მცირე დრო მწერების ფოტოგრაფირებას დაუთმოს.
პრინციპი: 20 წუთის განმავლობაში დამკვირვებელი ყვავილის ერთ სახეობასთან ჩერდება და მწერების ყოველ გადავლას უღებს ფოტოსურათს. საჭიროა კონცენტრირება, რადგანაც ამ დროის განმავლობაში შეიძლება 25 სახეობა მაინც გამოჩნდეს. გაგრძელება უფრო რთულია, რადგან საჭიროა გააკეთოთ თითოეული მწერის იდენტიფიკაცია მონაცემთა ბაზის მიხედვით... 600 სახეობას შორის. საბედნიეროდ, ინტერნეტ საიტები მომხმარებელთა განკარგულებაშია და საშუალებას იძლევა, მწერის ზოგადი ასპექტის შესახებ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, სწრაფად შეამცირო შესაძლო ვარიანტების რაოდენობა.

ზოგიერთი სახეობა სწრაფად მრავლდება

ერთწლიანი ფუნქციონირების შემდეგ მონიტორინგი სრულად აკმაყოფილებს დამფუძნებლებს. „შედეგი მეცნიერულად უფრო მდიდარი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით, რადგანაც ჩვენ დავარეგისტრირეთ 3000 წერტილი გარემოში და 12-13000 ფოტო“, აცხადებს რომენ ჟულიარი (Romain Julliard), მუზეუმის „თანამონაწილეობითი მეცნიერების“ კოორდინატორი და მკვლევარი.
...

სრული ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/observatoire-confirme-contrainte-ville-insectes-pollinisateurs-145842975.html

http://www.spipoll.org/