ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნების პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
19 ივნისს, 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება თანამედროვე ქართველი ავტორების პროზისა და პოეზიის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი კრებულების პრეზენტაცია.
წიგნები გამოსცა კრეატიულმა სტუდიამ "iGeo”. გამოიფინება უსინათლოთა თემაზე შექმნილი ფოტოები, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული, ასევე გამომცემლობა "ჰერა"–ს მიერ გამოცემული ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები. გამოფენა მიეძღვნება ფრანგი ჰუმანისტის ლუი ბრაილის ხსოვნას.
გამოფენა გაგრძელდება 21 ივნისამდე.
- Login to post comments