Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ნობელის ლექციები ოთხ წიგნად

7619EFE9-75F6-4E44-800B-CF2583517E78_w527_s

რადიო თავისუფლება, 19.06.2011, ავტორი მალხაზ ხარბედია

გამომცემლობა “ინტელექტმა” სრულად გამოსცა ლიტერატურული ნობელის ლექციები, 1901 წლიდან 2010-ის ჩათვლით.

ნობელის პრემია რომ წლის ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული მოვლენაა, მე მგონი, ეს ბევრი რამიდან ჩანს. ჯერ ერთი, არც ერთი ლიტერატურული პრემია არ შუქდება ასე ფართოდ, მეორე - ეს არის ყველაზე დიდბიუჯეტიანი ლიტერატურული ჯილდო მსოფლიოში და მესამე – არც ერთი პრემია არ ახდენს იმხელა გავლენას ერთი კონკრეტული ავტორის გაყიდვებზე, როგორც ნობელი.


"როდესაც ლაურეატი კითხულობს ამ ლექციას, ის არ ლაპარაკობს მხოლოდ თავის შემოქმედებაზე. ის საუბრობს ძირითადად თავის ქვეყანაზე, იმ ლიტერატურულ პროცესებზე..."

უკვე 100 წელიწადზე მეტია ნობელის კომიტეტი პრემიას გასცემს სხვადასხვა დარგში, მაგრამ ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, სწორედ ლიტერატურული ნობელი ექცევა ხოლმე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. სწორედ ამ ყურადღებისა და ინტერესის გამო გადაწყვიტა ალბათ გამომცემელმა კახმეგ კუდავამ ყველა ამ ლექციისთვის ერთ გამოცემაში მოეყარა თავი და იგი ქართველი მკითხველისთვის წარედგინა:

“ნობელის პრემიის ლაურეატების ლექციები საერთოდ არის ძალიან პოპულარული არა მარტო ლიტერატურაში, არამედ სხვა დარგებშიც. მაგრამ ლიტერატურას ის უპირატესობა აქვს, რომ ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი მკითხველისათვის. მაგალითად, მე მზადა მაქვს ფიზიკის ნობელიანტების ლექციებიც, ბრწყინვალე რამ არის, მაგრამ კომერციული მიზნით მის დაბეჭდვას აზრი არა აქვს, საერთოდ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თითო ეგზემპლარი ასეთი ლექციებისა ქართულ ენაზე მაინც უნდა იდოს დიდ ბიბლიოთეკებში, ვიღაცას რომ დასჭირდეს. ლიტერატურის ლექციები სხვა ლექციებისაგან  განსხვავებულია მრავალი თვალსაზრისით.”

რა თქმა უნდა, განსხვავებულია, რადგან ამ ლექციებში მწერლები გვესაუბრებიან. ზოგიერთი მათგანი დღემდე უცნობია ფართო მკითხველისთვის, ზოგს კი მთელი მსოფლიო კითხულობს, ზოგი დაავიწყდათ, ზოგი კი სწორედ ნობელის წყალობით აღმოაჩინეს...

სრულად: http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24239425.html