Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

IBM არსებობის საუკუნეს ზეიმობს

ხუთშაბათს ამერიკული ინფორმატიკული გიგანტი არსებობის 100 წელს ზეიმობს.

უკვე 100 წელია, რაც IBM მსოფლიო ტექნოლოგიურ რევოლუციაში მონაწილეობს. 1911 წელს კედლის საათებზე, სასწორებსა და საანგარიშო მოწყობილობებზე სპეციალიზირებული სამი კომპანიის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა კომპანია, რომელსაც 1924 წლამდე ეწოდებოდა CTR, მოგვიანებით კი IBM (International Business Machines) დაერქვა.

დაგ სპაისერი (Dag Spicer), Mountain View-ში კომპიუტერების ისტორიის მუზეუმის კონსერვატორი, ფიქრობს, რომ IBM თავის წარმატებებს „დიდი ფსონების“ სიყვარულს უნდა უმადლოდეს. „დიდი დეპრესიის პერიოდში, როდესაც ბაზარიც კი არ არსებობდა, ტომ ვასტონი (იმ დროისათვის IBM-ის პრეზიდენტი) არ წყვეტდა კომპიუტერების წარმოებას, უამბობს ის AFP-ს ( პრესის სააგენტო). და უცებ, როდესაც 1935 წელს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა პენსიების გაცემის სააგენტო დააარსა, „IBM-ი ერთადერთი საწარმო იყო, რომელიც მზად აღმოჩნდა ფუნქციონირებისათვის“.

IBM-ის რევოლუცია მოხდა 1964 წელს, როდესაც „ტომ ვასტონ უმცროსმა (ტომ ვასტონის ვაჟმა) 5 მილიარდი დოლარის ფსონი დადო, ანუ კომპანიის სრული თანხა, ახალ სისტემაზე, სისტემა 360-ზე (სერვერი-კომპიუტერის ახალი სისტემა), რომელმაც IBM-ის ყველა სხვა პროდუქცია მოძველებული გახადა“, აგრძელებს დაგ სპისერი. „სისტემა 360 იყო ყველა დროის  უდიდესი წარმატება სერვერებში, მან IBM-ის ლოგოს ცისფერი ასოები პოპულარობის უმაღლეს დონეზე აიყვანა“.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/