Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

CIA-ის საიტი ჰაკერების შეტევის გამო დაიბლოკა

1536719_3_1994_l-acces-au-site-de-la-cia-a-ete-rompu-dans-la
CIA-ს, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ოფიციალური ინტერნეტ-საიტი ოთხშაბათს, 15 ივნისს საღამომდე გათიშული იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. ჰაკერებმა, რომლებიც Lulz Security (LulzSec)-ის სახელით არიან გაერთიანებულნი, განაცხადეს, რომ მათ შეტევა წამოიწყეს საიტის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ღამის 12 სთ-თვის Twitter-ით გავრცელდა ეს განცხადება, საიტზე ხელმისაწვდომობა მალევე შეწყდა. მოგვიანებით შეფერხებებით შეიძლებოდა საიტზე შესვლა, საბოლოოდ კი ხუთშაბათს დილით ნორმალური ხელმისაწვდომობა აღდგა.
....

Lulz Security ჯგუფი, რომელიც ერთი თვის წინაც კი უცნობი იყო, ამ უკანასკნელი კვირების განმავლობაში გამოჩნდა და დაიწყო განცხადებების გაკეთება Sony-სა და Nintendo-ს ჯგუფების წინააღმდეგ შეტევების შესახებ, ასევე ვიდეოთამაშების, Bethesda-ს წინააღმდეგაც. LulzSec-მა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ამერიკის სენატის, სახალხო ტელევიზია  PBS -ს, მნიშვნელოვანი პორნოსაიტისა  და  FBI-სთან მომუშავე ორგანიზაციის, Infragard -ის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებზე.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/technologies/