დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი ისევ ამოქმედდა ჩვენს საიტზე
დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი გარკვეულ ხანს არ მოქმედებდა ჩვენს საიტზე, იმის გამო, რომ ლექსიკონის მფლობელმა იგი ფასიანი გახადა და, შესაბამისად, მისი გამოყენების მცდელობისას უბრალოდ იწერებოდა შეტყობინება რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ.
ამჟამად იგი ისევ ამოქმედდა და შეგიძლიათ მისი გამოყენება, ოღონდ ერთი პირობით - იგი მოქმედებს მხოლოდ ჩვენს ბიბლიოთეკაში არსებული კომპიუტერებიდან.
მიუხედავად ამ (იმედია დროებითი) შეზღუდვისა, იგი რჩება ყველაზე დიდ და სანდო ლექსიკონად და, ჩვენი აზრით, ძალიან სასარგებლო იქნება საიტის მომხმარებლებისათვის.
მისი გამოყენება შეგიძლიათ საიტის მარჯვენა სვეტიდან - ჩაწერეთ ინგლისური სიტყვა და ახალ ფანჯარაში მიიღებთ მის ძალზე დეტალურ თარგმანს.
იხილეთ:
http://www.sciencelib.ge/node/689
http://www.sciencelib.ge/node/117
- Irakli-ს ბლოგი
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება


