ასტეროიდმა ეხლახანს ჩაუქროლა დედამიწას – მთვარეზე უფრო ახლოს მივიდა დედამიწასთან
ნიუ მექსიკოს GRAS ობსერვატორიიდან გადაღებულ სურათზე ჩანს, ასტეროიდმა როგორ ჩაუქროლა კაშკაშა ვარსკვლავს. ავტობუსის ზომის კოსმოსურ კლდის ნატეხს შეეძლო საკმაოდ დიდი ზომის კრატერის წარმოქმნა, თუ დედამიწისკენ წამოვიდოდა.
27 ივნისს, 1:14 საათზე, სკოლის ავტობუსის ზომის ასტეროიდმა საკმაოდ ახლოს ჩაუარა დედამიწას.
ასტეროიდ 2011 MD-ის სახელით ცნობილმა „მოუსვენარმა“ ობიექტმა ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 7500 მილის (12000 კილომეტრის) დაშორებით „ჩაუქროლა“ დედამიწას, რაც 30-ჯერ უფრო ახლო მანძილია, ვიდრე მთვარეა ჩვენგან დაშორებული.
ვრცლად (ინგლ.): NATIONAL GEOGRAPHIC - DailyNews
- Login to post comments