Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ზღვის სიღრმის შესწავლა “Google-ოკეანეების” (Google Oceans) ახალი სერვისით

დედამიწის ზედაპირის 3-განზომილებიანი სურათი და მისი ახლებური აღქმის საშუალება

f9dd44a88edc

ეს არის თანამედროვე სერვისი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დედამიწის სრულიად ახალ უნიკალურ მოდელს. ახლა უკვე ყველას ეძლევა საშუალება სახლში, ვირტუალურად წყალქვეშა ნავით იმოგზაუროს დედამიწის ბოლო საზღვრამდე. როგორც ოკეანოგრაფები ამბობენ, მარსის ზედაპირის შესახებ უფრო მეტი ცნობა არსებობს, ვიდრე დედამიწაზე არსებული წყლების სიღრმეების კვლევების შესახებ. თუმცა ეს ფრაგმენტული ათვისება, უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. Google-ის ამ სერვისით სრულიად უფასოდ შეიძლიათ დაათვალიეროთ დედამიწის ოკეანის ფსკერი ბოლო ორი ათეული წლის ექპედიციების შედეგებზე დაყრდნობით. ეს კვლევები შესრულდა 500-ზე მეტი მკვლევარის მიერ 12 სხვადასხვა ინსტიტუტში.

 

შემოგთავაზებთ შემდეგ ბმულებს:

I. World Oceans Day

რომლითაც ჩვენ მარტივად აღმოვჩნდებით დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ისრის რეგულირებით ვიმოგზაუროთ ისე, როგორც ქუჩებში სკანირებული რუკის (street view) დახმარებით.

შემდეგი ორი ბმული (Global Multi-Resolution Tomography cruise tracks,  Seafloor Update) არის სწორედ დედამიწის აღქმის გლობალური საშუალება. იგი ემყარებოდა მხატვრულ აღქმას, რომლის მორგება შემდეგ მოხდა თანამედროვე ინტელექტუალურ ხედზე. დედამიწის მოდელის გლობუსის დატრიალებით, შესაძლებლობა გვეძლევა სწრაფად მოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო გაჩერება, დავაწკაპუნოთ მაუსი და აღმოვჩნდეთ საჭირო ადგილას, ჩვენთვის  მნიშვნელოვან სამყაროში.

ეს მარტივი ჩამოტვირთვის და ინსტალაციის სერვისი კიდევ ერთ საშუალებას იძლევა მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს საკუთარი ფოტოები და გაუკეთოს კომენტარი ნებისმიერ მასალას.   

რუქაზე წარმოქმნილი სხვადასხვა ფერის ხაზები თავდაპირველად ქაოტურ ნახაზს ქმნის, თუმცა შემდეგ საშუალება გვეძლევა დავატრიალოთ ისინი განსაზღვრული რაკურსით და ასე მივიდეთ ჩვენთვის საინტერესო ადგილამდე, ხოლო პატარა აგურისფერი კაცუნა (Drag-and-drop the Street View icon) კი მაშინ გამოგვადგება,  როცა კონკრეტულ ადგილას დაგვჭირდება გაჩერება.

თუ თქვენ მოულოდნელად დაიკარგეთ ოკეანის სიღრმეში, გათავისუფლდით და ამოდით ზედაპირზე მინუს ღილაკის დახმარებით.

 

ინფორმაციის წყარო: საიტი ქსელური მეცნიერება. http://www.wired.com/wiredscience/2011/06/ google-oceans/

255d5ebfce6d

ავტორი: ბრანდონ კეიმი.