Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

საქართველოს მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №255
2011 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები: სსიპ – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და სსიპ – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად – დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებად მასთან შეერთების გზით.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის შედეგად სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სსიპ – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და სსიპ – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.
4. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების დირექტორებს დაევალოთ მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებათა ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.
6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2012 წლის 1 იანვრამდე.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

რეორგანიზაცია

ASTRONAVIGATOR : LAGvilava Gia M.

ჩვენმა სსიპ ინსტიტუტმა უკვე გაიარა ასეთი რეორგანიზაციის პროცედურა, რის შედეგადაც კვარტალურ საგრანტო ფულად ანაზღაურებაში მე მომაკლდა 36 ლარი; იმ განმარტებით, რომ უნივერსიტეტთან გაერთიანებამდე სამეცნიერო გრანტის თანხა იბეგრებოდა 12%, ყველას კეთილდღეობისათვის ინტელექტიალური პოტენციალის შერწყმისას დაიბეგრა 20%, ნაცვლად საერთო დაუბეგრავობისა. საინტერესოა, როგორ ახერხებენ საქართველოში ასეთი "ეკონომიკური" სასწაულების მოხდენას? ნებისმიერი ახალი კავშირი თავისი არსით, უნდა ემსახურებოდეს მომავლის გაუმჯობესებას _ ჩვენს გეოპოლიტიკურ რეგიონში, ყველაფერს აკრავს გაუნათლებელი მესამე განვითარებადი რიგის ქვეყნის ელფერი, რისი ახსნაც ზოგადად შესაძლებელია მხოლოდ კაპიტალიზმის უცოდინარობით ან კომუნიზმის ნაშიერების ტრადიციული წინაამღდეგობით. 

http://lag-vi-lava.ucoz.org