ბრაკონიერობა: სამხრეთ აფრიკაში მოკლული 200 მარტორქა

ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF) გმობს ბრაკონიერობას, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში აქვს ადგილი. სააგენტოს მონაცემებით წლის დასაწყისიდან დაახლოებით 200 მარტორქა იქნა მოკლული.
WWF-ი აცხადებს, რომ იანვრის მერე 193 მარტორქა იქნა მოკლული ბრაკონიერების მიერ, მთ შორის 126 – სამხრეთ აფრიკაში არსებულ კრუგერის პარკში (Kruger). „ბრაკონიერობის აქტები გამონაკლისის გარეშე ჩადენილია დახვეწილი კრიმინალების მიერ, რომლებიც ზოგჯერ ვერტმფრენებიდან ნადირობენ და ავტომატურ იარაღს იყენებენ“, აპროტესტებს WWF-ის მარტორქების პროგრამის კოორდინატორი ჯოზეფ ოკორი (Joseph Okori). „სამხრეთ აფრიკა ბრძოლას აწარმოებს ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ, რომელიც წინა საუკუნეში მიღწეულ პროგრესს უშლის ხელს“.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
http://fr.news.yahoo.com/braconnage-200-rhinoc%C3%A9ros-tu%C3%A9s-afrique-sud-160600874.html- Login to post comments